ტაილანდელი მილიონერი სასიძოს ეძებს, რომელსაც 320 000 დოლარს გადაუხდის

ტაილანდელი მილიონერი სასიძოს ეძებს, რომელსაც 320 000 დოლარს გადაუხდის

ტაილანდში სასიძოს ვაკანსია გამოცხადდა. სასიძოს ადგილობრივი მილიონერი ეძებს და მზადაა მას 320 ათასი დოლარი გადაუხადოს.

არნონ როდტჰოგმა გადაწყვიტა, რომ უმცროსი გოგონა გაათხოვოს და ბუნებრივია, მისთვის ყველაზე ღირსეული მეუღლის მოძებნა სურს. მილიონერმა ამის შესახებ განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა და ნამდვილი კონკურსიც გამოაცხადა.

შერჩეული კანდიდატებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ მშრომელი ადამიანები იყვნენ. არ უნდა იღებდნენ ალკოჰოლსა თუ ნარკოტიკს, არ უნდა თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს და მზად უნდა იყვნენ, რომ როცა დრო მოვა სიმამრის ბიზნესიც გადაიბარონ.  საქმე ისაა, რომ არნონს ეგზოტიკური ხილის – დურიანის პლანტაციები აქვს და სასიძო დურიანის მოყვანის ტექნოლოგიებშიც უნდა ერკვეოდეს.

სასიძოს ვაკანსიაზე განცხადებების მიღება დაწყებულია და გამარჯვებულს მილიონერი პირველ აპრილს გამოავლენს.

აღსანიშნავია, რომ საპატარძლო მშობლებს ყველაფერში ეთანხმება და მზადაა მამის შერჩეულ კანდიდატს ცოლად გაყვეს. მისი ხელის მთხოვნელთა რაოდენობამ კი კონკურსის გამოცხადებიდან რამდენიმე საათშივე ასობით ათასს მიაღწია.