რა უნდა გააკეთო 8 მარტს, თუ მარტოხელა ქალი ხართ?

რა უნდა გააკეთო 8 მარტს, თუ მარტოხელა ქალი ხართ?

თუ ისე მოხდა, რომ ქალთა მთავარ დღესასწაულზე მარტო ხართ და საყვარელი ადამიანი, რომელიც მოგილოცავთ, არ გყავთ, ეს შესანიშნავი შანსია იმისთვის, რომ 8 მარტი საკუთარ თავს დაუთმოთ.

გთავაზობთ, რა უნდა გააკეთოთ 8 მარტს მარტოხელა ქალებმა.

ჭამეთ!

ერთი დღით დაივიწყეთ დიეტები და მიირთვით ის, რაც გსურთ. მოამზადეთ თქვენი საყვარელი კერძი და მთელი დღის მანძილზე მიირთვით. შეგიძლიათ თუ არა შოკოლადის ტორტის ჭამა? რა თქმა უნდა, თან მთლიანი ტორტის მირთმევაც შესაძლებელია.

მოდუნდით!

მოაწყვეთ "ბიუთი" დღე. გაიკეთეთ სახის ნიღბები, მიიღეთ რძის აბაზანა. სააბაზანოში აანთეთ სურნელოვანი სანთლები და ინებივრეთ.  

გამოიცვალე!

განსაკუთრებული დროა ზაფხული. ამიტომ მოამზადეთ საგაზაფხულო სამოსი. რაც აღარ გჭირდებათ გადაყარეთ, ჩამოწერეთ სასურველი ნივთებისა და სამოსის სია.

საკუთარი თავი აავსეთ მოტივაციით!

ჩამოწერეთ თქვენი გეგმები, რომელსაც უახლოეს ვადაში შეასრულებთ, ეს კარგი მოტივაციაა თქვენთვის.

დაისვენეთ!

შეგიძლიათ მშობლიურ ქალაქში იქირაოთ სასტუმროს ნომერი, სადაც დილიდან მოგართმევენ საუზმეს, ჩაიტარებთ სპა პროცედურებს. რა შეიძლება იყოს ამაზე სასიამოვნო 8 მარტს?

იმოგზაურეთ!

წელს 8 მარტი პარასკევს უწევს, ამიტომ სამი დასვენების დღე გაქვთ, ეს კი საკმარისი დროა თქვენთვის საინტერესო ქვეყნებისა და ადგილების მოსანახულებლად.