ძალიან, ძალიან ტეხავს

ძალიან, ძალიან ტეხავს" - მარიშკა ჯავახაძე სალომე ზურაბიშვილს ჩაცმულობას უწუნებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება.

პრეზიდენტს ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე ბეწვის ქურქი ეცვა, რის გამოც ის სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს.

კრიტიკოსებს შორის არის მსახიობი მარიშკა ჯავახაძეც, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს პოსტი მიუძღვნა.

"როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, იმაზე რომ ქურქი- სისასტიკეა, მკვლელობაა, წამებაა, ძალიან, ძალიან ტეხავს ქვეყნის პრეზიდენტი გატყავებულ-ნაწამებ ცხოველში, რომ არის გამოწყობილი" - წერს მსახიობი.