"სამოსანი იყო... მაიმუნს ვეძახდით..." - ირინა შეიკის კლასელები ახლაც ვერ "ინელებენ" მის წარმატებას

დღეს ირინა შეიკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი და ულამაზესი ქალია. თუმცა გზა მისი წარმატებისკენ არც ისე იოლი იყო და წარსულის უსიამოვნებები ახლაც მწარედ ახსოვს.

ბევრმა იცის, რომ ირინა შაიხისლამოვა ჩელიაბინსკშია დაბადებული, ქალაქ ემანჟელინსკში. მისი უჩვეულო გარეგნობა თათარი მამის და რუსი დედის დამსახურებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა მილიონობით მამაკაცის საოცნებო ქალია, სკოლაში ბიჭები ზედაც არ უყურებდნენ. მოდელს არაერთხელ უთქვამს, რომ სკოლაში თანატოლების სიყვარულით არ სარგებლობდა.

მას მერე ბევრი დრო გავიდა, მაგრამ ირინა ახლაც ეძებს საკუთარ თავში ნაკლოვანებებს. "არასდროს არ მოვწონდი ბიჭებს. სკოლაში "ჯოხს" მეძახდნენ, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი და გამხდარი ვიყავი. კიდევ - "ჩუნგა-ჩანგას", მუქი ფერისა და სქელი ტუჩების გამო. მე ეს ძალიან მაღიზიანებდა", - იხსენებს ირინა.

ჩელიაბინსკში ჩატარებულ კონკურს "სუპერმოდელ-2004"-ში მონაწილეობა დედის მეგობრებმა აიძულეს, რომლებიც სწორად აფასებდნენ მის გარეგნობას. ირინას იმდენად არ ეჯერა საკუთარი თავის, როდესაც ამ კონკურსზე გაიმარჯვა, შოკში ჩავარდა.

სწორედ ეს გამარჯვება იქცა ტრამპლინად მის კარიერაში - იქ შენიშნა გოგონა ცნობილმა აგენტმა გია ჯიქიძემ, რომელმაც ასევე აღმოაჩინა ნატალია ვოდიანოვა და სხვები. 2005 წელს ირინა ევროპაში გაემგზავრა სამუშაოდ, მერე კი - აშშ-ში.

მას მერე, რაც ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას რომანზე ალაპარაკდა მსოფლიო, სკოლის ამხანაგებმა გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ ეამბნათ, როგორი იყო ირინა სკოლაში და ამით "აეხსნათ" ბრედლის ქცევა.

ერთი ასე იხსენებს: "ჩემი მეგობარი სწავლობდა ირინასთან ერთად იმავე სკოლაში და ამბობს ხოლმე, რომ ირინას მაიმუნს ეძახდნენ და ღარიბული ტანსაცმლის გამო დასცინოდნენ. ირინამ ისიც აღიარა ერთხელ, რომ არასდროს შეხვედრია თანაკლასელებს"... ნეტავ რატომ?

"მეც მისი სკოლელი ვარ. მასწავლებლები ათას ცუდ რამეს ამბობდნენ მასზე. ამას წინათ ძველ ჟურნალებს ვათვალიერებდი და ჩვეულებრივი სამოსანი იყო, რუსულშიც სამიანი ჰყავდა. თუმცა ცოტა უცნაური იყო და იმიტომაც ექცეოდნენ ასე და არა სამიანების გამო", - ყვება კიდევ ერთი.

სამოდელო სააგენტოს ყოფილი დირექტორი სვეტლანა კლიმენკოც რატომღაც აჰყვა ამ "სიძულვილის ფლეშმობს": ცოტა ხნის წინ ძველ ფოტოებს ვნახულობდი და შემხვდა მისი ფოტო, როგორი ჩამოვიდა ემანჟელინსკიდან. როცა ძაან მომეშლება ხოლმე ნერვები, ამ ფოტოს ვაქვეყნებ.

თუმცა რის დამტკიცება სურს ძველი ფოტოთი ამ ქალბატონს, არავინ იცის, რადგან ირინა ბავშვობის ფოტოებზეც ძალიან ლამაზია და ჩანს უკვე მისი მონაცემები. და ბევრადაც არ შეცვლილა.

სამწუხაროა, რომ ძველი ნაცნობები იმის ნაცვლად, უხაროდეთ, რომ მათი თანაქალაქელი, ერთი პროვინციული ქალაქიდან წამოსული ღარიბი გოგონა, მსოფლიო შოუბიზნესის მწვერვალზეა, ისევ ძველ გზას აგრძელებენ და შურს ვერ სძლევენ.