ინტერვიუები, რომლებმაც ვარსკვლავების კარიერა დაანგრიეს

ინტერვიუები, რომლებმაც ვარსკვლავების კარიერა დაანგრიეს

მეგან ფოქსი

ფილმმა „ტრანსფორმერები“ მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი მეგან ფოქსს. მაგრამ, სამწუხაროდ, მსახიობი მხოლოდ ორ ნაწილში გადაიღეს. მიზეზი კი 2009 წელს მეგანის ინტერვიუ გახდა, რომელმაც ჟურნალ Wonderland - თან უხეშად ახსენა პოპულარული ბლოკბასტერის რეჟისორი. მან მაიკლ ბეის ტირანი უწოდა. ამის შემდეგ რეჟისორმა მეგანი ფილმის მესამე ნაწილიდან მოხსნა. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიწვიეს ფოქსი „კუ-ნინძების“ გადაღებებზე, რამაც საშუალება მისცა ისევ შეეხსენებინა საკუთარი თავი მაყურებლისთვის.

მელ გიბსონი

მელს სერიოზული პრობლემები ალკოჰოლის გამო დაეწყო. მსახიობმა არაერთი ინტერვიუ მისცა არაფხიზელ მდგომარეობაში. ამასთან გიბსონი ხშირად ამბობდა რასისტულ და ანტისემიტურ ხუმრობებს. „ებრაელები პასუხს აგებენ ყველა ომზე დედამიწაზე!“- განაცხადა ერთხელ მსახიობმა. ამის შემდეგ მას აღარ იწვევენ კარგ  კინოში, გარდა ამისა გიბსონის მიმართ აუდიტორიის პატივისცემაც ქვედა ზღვარზეა.

კეტრინ ჰეიგლი

2008 წელს Vanity Fair-ს ინტერვიუში კეტრინ ჰეიგლიმ ფილმს „ცოტათი ორსულად“ სექსისტური უწოდა. ამავდროულად მსახიობმა სულაც არ იგრძნო თავი უხერხულად იმ ფაქტის გამო, რომ მან სურათში მთავარი როლი შეასრულა და სცენარში ცუდი არაფერი შეუმჩნევია. სკანდალისტი ქალის რეპუტაციამ მალევე გააკეთა თავის საქმე - ჰეიგლის აღარ იწვევენ მსხვილ პროექტებში.

ტომ კრუზი

თუ გადავხედავთ ტომ კრუზის ფილმოგრაფიას, შევამჩნევთ, რომ მსახიობი 2012 წლამდე დაკავებული იყო ფილმების შედარებით მცირე რაოდენობაში. ამის მიზეზი კი 2005 წელს გაკეთებული განცხადებაა, როდესაც Paramount Pictures-ის ერთ-ერთი ბოსის მეუღლე მშობიარობის შემდეგ ანტიდეპრესანტების მოხმარებისთვის გაკიცხა. კრუზს ღიად სძულდა ასეთი ადამიანები და არ ერიდებოდა ამაზე საუბარს ინტერვიუში. მათი შერიგება მხოლოდ ფილმის „შეუსრულებელი მისია“-ს მეოთხე ნაწილის გამოსვლის შემდეგ მოხდა.

ჯონ მაიერი

2010 წელს ჟურნალ Playboy-ში ჯონ მაიერმა ყოფილ შეყვარებულ ჯენიფერ ენისტონს ტექნოფობი უწოდა. ინტერვიუს დასასრულს მაიერმა დაამატა, რომ არ აქვს ურთიერთობები შავკანიან ქალებთან და „ნიგერები“ უწოდა მათ. ასეთმა განცხადებამ ბევრი ჩააგდო შოკში. რა თქმა უნდა, გარკვეული დროის შემდეგ როკერმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ ამ ყველაფერმა ნეგატიური განწყობა დიდი ხნით დატოვა.