5 რამ, რაც ყველა ქალმა 8 მარტამდე უნდა გააკეთოს

5 რამ, რაც ყველა ქალმა 8 მარტამდე უნდა გააკეთოს

კოკო შანელის თქმით, არ არსებობს უშნო და ლამაზი ქალი. არსებობს მოვლილი და მოუვლელი ქალი.

დღეს თავის მოვლა დიდ ფუფუნებად არ ითვლება, თუმცა 8 მარტისთვის მომზადება ბევრისთვის მაინც უცხოა. ახლა კი დროა, ტრადიცია შეცვალოთ და ცოტა დრო და ფული თავის მოწესრიგებისთვის გადადოთ.

სახის წმენდა

დემაკიაჟი, პილინგი, დამარბილებელი გელი ექსპოზიცია, ფორების გახსნისთვის დერმაბრაზია, ხელით გაწმენდა, ანტისეპტიკური დამუშავება, დარსონვალიზაცია, ფორების შემკრავი ნიღბის ექსპოზიცია - ეს ყველაფერი ერთ პროცედურაში ერთიანდება, რომლის დასრულების შემდეგ

სახე ელასტიკური, ბზინვარე და გლუვი გახდება. ჯანსაღი სახის კანი თავს ნამდვილ ქალად გაგრძნობინეთ , 8 მარტსაც გაგილამაზებთ და შედეგი კიდევ დიდხანს გაგყვებათ.

ეპილაცია

ლაზერული ეპილაცია, როგორც არასასურველი თმის მოშორების საუკეთესო გზა, მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ეფექტურობა კანის ტიპზეა დამოკიდებული, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

მასაჟი

ანტიცელულიტური მასაჟი სხეულის კორექციის ეფექტური და უმარტივესი საშუალებაა. წარმოიდგინეთ, წევხართ და თქვენი სხეულის ნაწილები ფორმაში დგება. თქვენ კი ამ დროს ფიზიკურად დუნდებით, თან მასაჟი რელაქსაციაში გეხმარებათ.

მაკიაჟი/ვარცხნილობა/ფრჩხილები

ზოგჯერ გამოსაპრანჭად განსაკუთრებული მიზეზი საჭირო სულაც არაა და უბრალოდ შინაგანი განწყობის ამაღლებას ემსახურება. 8 მარტი ხომ თქვენი დღეა. წადით სალონში, გამოეწყვეთ სადღესასწაულოდ და გააოცეთ გარემოცვა.

კბილების წმენა

ჰოლივუდის ღიმილი სულაც აღარაა აუხდენელი ოცნება, რადგან კბილების გათეთრება დღეს ძალიან მარტივი პროცედურით შეგიძლიათ და თქვენს გასაღიმებლად მხოლოდ შედეგიც საკმარისია.