სტალინის პიროვნებას შეურაცხყოფას აყენებს უწესო, სულგაყიდული, უსინდისო და უსამართლო ადამიანი

სტალინის პიროვნებას შეურაცხყოფას აყენებს უწესო, სულგაყიდული, უსინდისო და უსამართლო ადამიანი

ჟურნალისტ ვალერი კვარაცხელიას პოსტი სტალინის შესახებ.

“5 მარტი, კაცობრიობის ისტორიის ზეგენიალური პიროვნების ი.ბ. სტალინის დღეა (შეგნებულად არ ვახსენებ სიტყვა – გარდაცვალებას, ვინაიდან მისი გარდაცვალება პირობითია).

სტალინმა სამჯერ გაიმარჯვა მსოფლიო ომებში:

  1. მსოფლიო კლასთა ბრძოლაში, რომელიც დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციით დაგვირგვინდა.
  2. მეორე მსოფლიო ომში.
  3. გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიო იმპერიალისტური ძალების მიერ მისი პიროვნების წინააღმდეგ წარმოებულ უბინძურეს ომში.

სტალინის პიროვნება ერთგვარ ტესტად და ლაკმუსის ქაღალდად იქცა ადამიანთა გამოსაცნობად.

ტესტი ასეთია:

სტალინის პიროვნებას პატივს მიაგებს: კეთილი ნების, წესიერი, მშრომელი, მაღალზნეობრივი, სინდისიერი, სამართლიანი ადამიანი.

სტალინის პიროვნებას შეურაცხყოფას აყენებს. უწესო, სულგაყიდული, ხარბი, გაუმაძღარი, უსინდისო, უსამართლო ადამიანი.

  1. დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებით, რომელმაც, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანი გაათავისუფლა ექსპლოატაციისგან და ჩამოაყალიბა სოციალური სამართლიანობის პრინციპზე აგებული პირველი სახელმწიფო.
  2. მეორე მსოფლიო ომში, სადაც დაამარცხა დასავლური ფაშიზმი და მსოფლიო იხსნა შავი ჭირისგან.
  3. გარდაცვალების შემდეგ, თითქმის შვიდი ათეული წლის მანძილზე მსოფლიოს კაპიტალისტურ-იმპერიალისტური ძალების მიერ მის წინააღმდეგ წარმოებულ უბინძურეს ომში.”– წერს ვალერი კვარაცხელია.