"მირჩევნია მაჯები გადავიჭრა, ვიდრე ბავშვებს რამეს ვავნო"

გა­და­ცე­მამ Good Morning Britain გა­ავ­რცე­ლა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე არა­ვის მო­უს­მე­ნია - „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, რომ სა­უ­ბა­რია პირს მორ­გა­ნის ინ­ტერ­ვი­უ­ზე მა­იკლ ჯექ­სონ­თან, რო­მე­ლიც 1999 წელს ჩა­ი­წე­რა. ჯექ­სო­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ურ­ჩევ­ნია „მა­ჯე­ბი გა­და­იჭ­რას, ვიდ­რე ბავ­შვებს რამე ავ­ნოს“.

მუ­სი­კო­სი, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნავს, რომ პრე­სა მას ძა­ლი­ან უსა­მარ­თლოდ ექ­ცე­ვა.

„ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვა­კე­თებ, ყვე­ლა სიმ­ღე­რას რო­მელ­საც ვწერ, ცდი­ლო­ბენ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნონ. ეს ძა­ლი­ან სა­წყე­ნია, ძა­ლი­ან ვბრა­ზობ,“ - ამ­ბობს ჯექ­სო­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პირს მორ­გა­ნის თქმით, მან ჯექ­სონს ინ­ტერ­ვიუ სთხო­ვა, თუმ­ცა მუ­სი­კო­სის თან­ხმო­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ჯექ­სო­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ სურს, "შე­ე­ხოს მთელ მსოფ­ლი­ოს, ყვე­ლას გულ­სა და ემო­ცი­ებს".

„ბავ­შვე­ბი რომ არ არ­სე­ბობ­დნენ, ცხოვ­რე­ბას აზრი არ ექ­ნე­ბო­და... ისი­ნი ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო­ე­ბი არი­ან“ - ამ­ბობს პოპ­მუ­სი­კის ვარ­სკვლა­ვი.

ამის შემ­დეგ კი მორ­გან­მა ჯექ­სონს ჰკი­თხა, ოდეს­მე ბავ­შვე­ბის­თვის ზი­ა­ნი თუ ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

„ვიდ­რე ბავ­შვებს რა­მეს ვავ­ნებ, ვე­ნებს გა­და­ვიჭ­რი. ამას არა­სო­დეს ვი­ზამ­დი,“ - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

ამის შემ­დეგ კი ჟურ­ნა­ლის­ტი და რეს­პონ­დენ­ტი ლონ­დონ­ზე სა­უბ­რო­ბენ - ჯექ­სო­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბრი­ტა­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქი ძა­ლი­ან უყ­ვარს და სი­ა­მოვ­ნე­ბით იცხოვ­რებ­და, თუმ­ცა ლონ­დონ­ში პრე­სის­გან დიდ ზე­წო­ლას გრძნობს.

„მსურს, თავი გა­მა­ნე­ბონ და მომ­ცენ სა­შუ­ა­ლე­ბა ვა­კე­თო ის, რისი კე­თე­ბაც მინ­და - ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სი­კე­თის გა­ზი­ა­რე­ბა, მათ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბის ჩუ­ქე­ბა...“ - აღ­ნიშ­ნავს აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში მა­იკლ ჯექ­სო­ნი.

პოპ­მომ­ღე­რა­ლი სკან­და­ლურ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში ორმა მა­მა­კაც­მა ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. უეიდ რობ­სო­ნი და ჯე­იმს სე­იფ­ჩა­კი ამ­ბო­ბენ, რომ მცი­რე ასაკ­ში ჯექ­სონ­მა მათ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა.