ჯულია რობერტსი ახალ სერიალში პოლიტიკოსის როლს შეასრულებს

ჯულია რობერტსი ახალ სერიალში პოლიტიკოსის როლს შეასრულებს

ამერიკელი კინოვარსკვლავი ჯულია რობერტსი Homecoming-ის დიდი წარმატების შემდეგ ამაზონის კიდევ ერთ სერიალში შეასრულებს მთავარ როლს.

ოსკაროსანი მსახიობი მონაწილეობას მიიღებს ჯო პიაცას წიგნის Charlotte Walsh Likes to Win ეკრანიზაციაში.

სიუჟეტი შარლოტ უოლშის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც წარმატებულ კარიერას მიატოვებს და ოჯახთან ერთად პენსილვანიაში მხოლოდ იმიტომ დაბრუნდება, რომ პოლიტიკაში მოსინჯოს საკუთარი თავი. უოლშს სენატორობა სურს, თუმცა მედია და მისი კონკურენტები მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას წამოიწყებენ.

Charlotte Walsh Likes to Win მოგვითხრობს ისტორიას, თუ რას ნიშნავს გქონდეს პოლიტიკური ამბიციები, იყო სექსუალური პოლიტიკოსი და საერთოდაც, რას ნიშნავს როდესაც ხარ ქალი და თანაც პოლიტიკოსი.

2016 წელს გამოსული ეს წიგნი მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში და ბესტსელერადაც იქცა.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება შოუს გადაღებები.