სილვესტერ სტალონეს ლეგენდარული პერსონაჟი რემბო უკანასკნელი მისიისთვის ემზადება

სილვესტერ სტალონეს ლეგენდარული პერსონაჟი რემბო უკანასკნელი მისიისთვის ემზადება

მრავალჭირნახული, ასი ათასზე მეტ ტყვიას გადარჩენილი, რკინის ნერვებისა და ძალის პატრონი, თითქმის უკვდავი რემბო დიდ ეკრანებზე 2019 წლის 20 სექტემბერს დაბრუნდება.

სტალონეს ლეგენდარული პერსონაჟი Rambo: Last Blood-ში უკანასკნელ მისიას შეასრულებს და ამჯერად მექსიკელ ბოროტმოქმედებს შეებრძოლება.

სტალონესთან ერთად ფილმში ვიხილავთ პაზ ვეგას, ადრიანა ბარაზასა და ივეტ მონრეალს.

ახალი რემბოსადმი ინტერესი ძალიან დიდია როგორც მაყურებლის, ასევე კინოსტუდიის მხრიდან, რადგან ფილმის ბოლო ნაწილმა $113 მილიონზე მეტი დააგროვა. საერთო ჯამში კი ოთხივე ფილმის შემოსავალმა $727 მილიონს გადააჭარბა.

მოახერხებს თუ არა რემბო კიდევ ერთხელ გადაურჩეს კბილებამდე შეიარაღებულ დამნაშავეებს, ამას სექტემბერში გავიგებთ.