20 საინტერესო და აქამდე უცნობი ფაქტი დისნეის ანიმაციების შესახებ

20 საინტერესო და აქამდე უცნობი ფაქტი დისნეის ანიმაციების შესახებ

დისნეის ჯადოსნური სამყარო იმაზე შეშლილია, ვიდრე ამას საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრილი ელისი იფიქრებდა. ფერად ეკრაზე ნანახი მომაჯადოებელი ანიმაციის მიღმა ისეთი ამბები იმალება, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით.

დღეს საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ, რომლებიც ოდნავ მეტ წარმოდგენას მაინც შეგიქმნით დისნეის ფარდის მიღმა არსებულ სამყაროზე.

დისნეიმ 1977 წლის ანიმაციის The Rescuers-ის კასეტები 1999 წელს უკან გამოითხოვა, რადგან უკანა ფონზე შიშველი ქალი ჩანს.

ნიუ-იორკის დახურული თეატრში, Radio City Music Hall, სკამების ზედაპირი გამოცვალეს, რადგან ფიფქია და შვიდი ჯუჯას ყურებისას შეშინებული ბავშვები იფსამდნენ

ბიონსემ ტიანას როლის ქასთინგზე უარი თქვა, რადგან ფიქრობდა, რომ როლს ისედაც შესთავაზებდნენ.

კონკია, ბელი და ტიანა საოპერო ხელთათმანებს ატარებენ, რაც აღნიშნავს, რომ ისინი პრინცებზე დაქორწინდნენ და სამეფო ოჯახში პრინცესებად არ დაბადებულან.

ავრორა დისნეის ოფიციალური პრინცესაა, იმის მიუხედავად, რომ ეკრანზე მხოლოდ 18 წუთი ეთმობა.

ნემოს ძიებაში მეცნიერულად გამართული რომ ყოფილიყო, ნემოს მამა ცოლის სიკვდილის შემდეგ სქესს შეიცვლიდა და თავის შვილთან დაწყვილდებოდა.

ფილოლოგების ნაწილს სჯერა, რომ კონკიას ორიგინალ ზღაპარში მას ბეწვის ქოშები ეცვა, თუმცა, არასწორი თარგმანის გამო დისნეის ანიმაციაში მინის ფეხსაცმელს ვხედავთ.

პიქსარის ანიმატორები ყველა ფილმში A113-ს "მალავენ", რაც კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტის საკლასო ოთახის ნომერია. დისნეის უამრავი ანიმატორის ისტორია სწორედ ამ საკლასო ოთახიდან იწყება.

კრიტიკოსებმა 1994 წელს გამოსულ მეფე ლომს 1960 წლის ანიმეს, თეთრი ლომი კიმბა, იმიტაცია უწოდეს.

კომპოზიტორებს სურდათ, რომ მაუგლიში მომღერალი ჩიტები პოპულარულ ბენდს, ბითლზს, გაეხმოვანებინა, თუმცა, ეს გეგმა არ განხორციელდა.

დისნეიმ რობინ ჰუდის შექმნისას ძველი ანიმაციები გამოიყენა და ამიტომ ის მხოლოდ $5 მილიონი დაუჯდა.

101 დალმატინელში 113 760 ჩარჩოა გამოყენებული და მათში ძაღლები ჯამში 6 469 952-ჯერ ჩანან.

ურსულას ინსპირაცია დრაგ ქუინი Divine იყო.

ხოლო ალადინის — ტომ კრუზი.

რაპუნცელი დისნეის ყველაზე ძვირიანი ანიმაციაა. მისი გადაღება $260 მლნ დაჯდა.

ფიფქია და შვიდი ჯუჯასთვის მიღებულ უოლტ დისნეის ოსკარს 7 "ჯუჯა" ქანდაკება ახლდა.

მონსტრების კორპორაციაში Boo-ს სინამდვილეში მერი ჰქვია.

მიკი, დონალდი, გუფი და კერმიტი პატარა ქალთევზას დასაწყისში მეფე ტრიტონის დრამატული გამოსვლის მომსწრეთა შორის არიან.

ანიმატორებმა მძინარე მზეთუნახავის 30-წლიანი ანიმაციიდან ცეკვის სცენა სურათში მზეთუნახავი და ურჩული გამოიყენეს და ამით დრო და ხარჯები დაზოგეს.

დისნეის ანიმატორები ბოროტების გადმოსაცემად ფოსფორისფერს იყენებენ.