როგორ ეხმარებიან ამალ კლუნი და ქეით მიდლტონი ორსულ მეგან მარკლს?

როგორ ეხმარებიან ამალ კლუნი და ქეით მიდლტონი ორსულ მეგან მარკლს?

წლევანდელი წელი მეგან მარკლისა და პრინცი ჰარისთვის განსაკუთრებულია. სულ მალე ისინი პირველი შვილის მშობლები გახდებიან და ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. მათ უკვე დაიწყეს რესტავრაცია იმ საცხოვრებლის, რომელშიც შვილთან ერთად აპირებენ ცხოვრებას, ამასთანავე ჰერცოგინია მშობიარობის დღისთვის რამდენიმე საინტერესო კურსსაც გადის და იოგითაც აქტიურადაა დაკავებული.

თუმცა 37 წლის მეგანს, რა თქმა უნდა, სჭირდება უფრო გამოცდილი დედიკოების დახმარებაც, რომლებსაც ის რჩევით მიმართავს. რადგან ჰერცოგინიამ გადაწყვიტა, რომ პირველი რამდენიმე თვე მაინც მხოლოდ საკუთარ თავზე აიღოს პატარის მოვლა.

უახლოესი მეგობრები, რომლებიც მეგანს ეხმარებიან, ქეით მიდლტონი და ამალ კლუნი არიან, რომლებმაც მას უპირველეს ყოვლისა ურჩიეს კვალიფიციური ინგლისელი აღმზრდელებისთვის მიექცია ყურადღება, რომელთათვისაც სამეფო ოჯახი შედარებით ახლოს დგას.

როგორც ეტიკეტითაა გათვალისწინებული, ბავშვი 2 წლამდე სამეფო ოჯახის განსაკუთრებული წესების მიხედვით იზრდება, თუმცა როგორც სასახლის ინსაიდერები ამბობენ, ჰერცოგინიის აზრით, ახალშობილისთვის მთავარი მისი მშობლების სიყვარულია.

სწორედ ამიტომ, ცდილობს სასახლის წესების გათვალისწინებით ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიიღოს, რათ მისი მემკვიდრე ბავშვისთვის სრულფასოვან გარემოში გაიზარდოს.