პრინცზე გათხოვილები: 11 სიყვარულის ისტორია სამეფო სისხლის წარმომადგენლებზე

პრინცზე გათხოვილები: 11 სიყვარულის ისტორია სამეფო სისხლის წარმომადგენლებზე

ასეც ხდება, რომ პრინცი შეიძლება ქუჩაშიც შეგხვდეთ, დაიპყროთ მისი გული და პრინცესა გახდეთ. ასეთი 11 თანამედროვე ისტორია ვიცით:

ქეით მიდლტონი და უილიამი, უელსის პრინცი

ქეით მიდლტონი, ახლა უკვე კემბრიჯის ჰერცოგინია, გათხოვებამდე უბრალო, მაგრამ ცნობილი და მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახიდან იყო.

დიანა სპენსერი და პრინცი ჩარლზი

ამ წყვილის სიყვარულის ისტორიის შემხედვარე, მილიონობით გოგონას ჩაესახა იმედი, რომ შეიძლება ისიც გაჰყვეს ცოლად პრინცს. თუმცა, დიანას მამა ვიკონტი, პერი და გრაფი სპენსერი იყო (უინსტონ ჩერჩილის კლანიდან). 15-წლიანი ქორწინების შემდეგ წყვილი განქორწინდა. 1 წლის შემდეგ კი დიანა ტრაგიკულად დაიღუპა.

გრეის კელი და მონაკოს პრინცი რენიე

კინოდივამ და პრინცმა ერთმანეთი კანის კინოფესტივალზე გაიცნეს. ხანგრძლივი მიმოწერის შემდეგ (ეს მიმოწერა საფოსტო წერილებით მიმდინარეობდა). რენიემ გრეისს ცოლობა სთხოვა. ქორწინების შემდეგ კელის კინოკარიერა დასრულდა.

მონაკოს პრინცი ალბერი და შარლინ უიტსტოკი

პრინცს რომანები ჰქონდა ლამაზმანებთან - შერონ სთოუნთან, კლაუდია შიფერთან, მაგრამ ცოლად სპორტსმენი მოიყვანა. ისინი ტურინის ოლიმპიადაზე შეხვდნენ ერთმანეთს. რამდენიმე წელი ხვდებოდნენ. შემდეგ კი დაქორწინდნენ.

კარლ გუსტავი და სილვია სომერლატი

23 წლის გერმანელი სტუდენტ-თარჯიმანი შვედეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს ოლიმპიურ თამაშებზე შეხვდა. კარლს ძალიანაც მოეწონა სილვია, მაგრამ კანონის თანახმად, მათი ქორწინება დაუშვებელი იყო. 1973 წელს გუსტავი მეფე გახდა, 3 წლის შემდეგ კანონი შეცვალა და საყვარელ ქალზე იქორწინა.

შვედეთის კრონპრინცესა ვიქტორია და დანიელ უესტლინგი

30 წლის შემდეგ ისტორია განმეორდა, შვედეთის კრონპრინცესა ვიქტორია მისი სტატუსისთვის შეუფერებელ მამაკაცს, მწვრთნელს შეხვდა. კანონი ამ შემთხვევაშიც დაირღვა. 2010 წელს წყვილს მდიდრული ქორწილი ჰქონდა.

მეტე-მარიტ ჰოიბი და პრინცი ჰოკონი

ნორვეგიის სამეფო ოჯახი შოკში იყო, როცა პრინცმა ოფიციანტზე გადაწყვიტა დაქორწინება. თანაც, ქალი ამ დროისთვის უქმროდ გაჩენილ ვაჟს ზრდიდა. წყვილმა ერთად დაიწყო ცხოვრება და ქორწინებაც დაგეგმეს. თუმცა, ქორწინებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მეტე-მარიტმა საკუთარი წარსულისთვის ბოდიში მოიხადა.

მერი დონალდსონი და დანიის პრინცი ფრედერიკი ანდრე ჰენრიკ კრისტიანი

ვერავინ იფიქრებდა, რომ რეალტორი მერი ბარში პრინცს შეხვდებოდა. ეს უკანასკნელი დიდხანს მალავდა თავის წარმომავლობას, სანამ ქალის გრძნობებში არ დარწმუნდა.

მაქსიმა და ვილემ ალექსანდრი

ნიდერლანდელები აღმერთებენ თავიანთ დედოფალს. გათხოვებამდე ქალი არგენტინაში ცხოვრობდა და ბანკში მუშაობდა. პრინცი წვეულებაზე გაიცნო. ვილემ ალექსანდრი სამეფო გვირგვინზე უარს ამბობდა, ოღონდ საყვარელ ქალზე დაქორწინებულიყო. სხვათა შორის, მაქსიმას მამაც წინააღმდეგი იყო ქალიშვილის ქორწინების. საბოლოოდ, ქორწინება შედგა. უბრალოდ, პატარძლის მამა სამეფო ქორწილში არ მისულა.

ლეტისია როკასოლანო და პრინცი ფელიპე

ლეტიცია ჟურნალისტი და კარიერისტი იყო, ფელიპე კი - პრინცი. მამაკაცს ქალი ერთი ნახვით შეუყვარდა, ქალი კი მამაკაცს პაემანზე მეხუთე თხოვნის შემდეგ დათანხმდა. 2004 წელს ისინი დაქორწინდნენ.

კიკო კავასიმა და პრინცი აკისინო ფუმიჰატო

წყვილმა ერთმანეთი უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო. ამ დროისთვის პრინცის მამა იაპონიის უმდიდრეს, მაგრამ არასამეფო ოჯახის ქალზე იყო დაქორწინებული. კიკო კი უბრალო და არც მდიდარი ოჯახიდან არაა, მაგრამ აკისინო ფუმიჰატომ მაინც შეძლო მასთან ბედნიერი ოჯახის შექმნა.