საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე "ქართული ოცნებიდან" წასვლის პერიოდს იხესენებს.
"იმ დღეს, როცა ეს განცხადება დავწერე, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი წონა მაქვს, მეგონა რომ ერთი 30 კილო დავიკელი. შემსუბუქება ვიგრძენი. ძაღლს ვასეირნებ ხოლმე საღამოობით და "ქართული ოცნება" რომ დავტოვე, მეზობლები სხვანაირად მესალმებიან, ისეთი ბედნიერი ვარ", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ ტვ "პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნებიდან" წასვლის გადაწყვეტილება "ჰაერზე" არ მიუღია და იმასაც დასძენს, რომ არ ჰგონია მისი წასვლა მმართველი პარტიისთვის ტრაგედია იყოს.