ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე, თენგიზ ნაზღაიძის უბედური შემთხვევით გარდაცვალების ზაზა ბიბილაშვილს არ სჯერა და ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.
"რუსეთის აგენტ ვლადიმირ ბედუკაძის გამძუყნავი თენგიზ ნაზღაიძე რომ ავარიაში გარდაიცვალა, მომკალით და, არ მგონია შემთხვევითობა. "ავარიაში" მოკლეს რუსებმა მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე. "უბედური შემთხვევების" კასკადმა წაიღო სპეცოპერაცია "კოდორი 2007″-ის მებრძოლთა დიდი ნაწილის სიცოცხლე ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში (ავტოავარია, წყლის ავზის აფეთქება, უეცარი ავადმყოფობა, თვითმკვლელობა).
რუსული სპეცსამსახურების კლასიკური ხელწერაა. იმ სპეცსამსახურებისა, რომლებიც ისევე თავისუფლად ოპერირებენ დღეს საქართველოში, როგორც კრასნოდარის მხარეში - სანამ რომა შამათავა ციხეში ზის, სუს-ი კი ოპოზიციას დასდევს და კორუფციაში იხრჩობა".
„მერსედესის" მარკის ავტომობილი, რომელსაც თენგიზ ნაზღაიძე მართავდა, „კამაზის" ტიპის სატვირთო მანქანას შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა თენგიზ ნაზღაიძის დედა შორენა ქალდანიც.