არა ნანაჯან გენცვა, კარგად არ გცოდნია, როცა გვიძალიანდებოდნენ ცოცხით ვცემდით – მეგი გოცირიძე

არა ნანაჯან გენცვა, კარგად არ გცოდნია, როცა გვიძალიანდებოდნენ ცოცხით ვცემდით – მეგი გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პერიოდში სასულიერო პირებს ძვირადღირებულ მანქანებს ძალდატანებით ურიგებდნენ.

“არა ნანაჯან გენცვა, კარგად არ გცოდნია, განა მარტო ძალდატანებით ვურიგებდით, როცა გვიძალიანდებოდნენ და გასაღებებს არ გვართმევდნენ, ცოცხით ვცემდით და ანაფორას ვახევდით, წვერს ვპარსავდით, ჯორის კუდზე ვაბამდით და უკუნითი-უკუნისამდე ვათრევდით  რადგან ეკლესიას ეშმაკები შეესივნენ, ფეისბუკში ცოდვებს ვინანიებთ, შენდობას და მიტევებას ვითხოვთ, ბარემ მეტანიის სმაილებიც გაგვიჩითოს ცუკერამ , აღარც ეკლესიაში წასვლა დაგვჭირდება , წესსაც აქვე ავუგებთ მიცვალებულებს  და აღარც მამაოების შეწუხება მოგვიწევს , რომლებიც ჯორების ნაცვლად “ულაყ ბრაბუსები”-თა და “ფაშატ პიცოტკებით” გადაადგილდებიან.

კინაღამ დამავიწყდა, ის ბენტლიც მიშამ გამოუგზავნა ჰოლანდიიდან, უარს თუ იტყვი ანათემას გადაგცემო შემოუთვალა და იმასაც რა ექნა, ჩაჯდა და ასე ძალდატანებით დაჰქრის ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე”– წერს მეგი გოცირიძე ფეისბუქში.