ქართველ ლიბერალებს მივმართავ, მეტი თემა არ გაქვთ ჰომოსექსუალების მიტინგების გარდა?

ქართველ ლიბერალებს მივმართავ, მეტი თემა არ გაქვთ ჰომოსექსუალების მიტინგების გარდა?

“მივმართავ ქართველ ლიბერალებს, დამთავრდა ლიბერალიზმი, ჩვენ უკვე მყარად ვცხოვრობთ პოსტლიბერალიზმში, რა იქნება მის ჩანაცვლების მექანიზმი და რა მოვა, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ცხადია, ორი მიმართულებით წავა, უკიდურესი ნაციონალიზმი და უკიდურესი მემარცხენეობა. აქეთეკენ მიდის საქმე, ეს მოიტანა ამ დაუნდობელმა ლიბერალიზმმა, მსოფლიოს ამოუყვანეს ყელში, ამერიკელებმა ჩაატარეს ფოკუსი, პრეზიდენტად აირჩიეს დონალდ ტრამპი, ყელში ამოუვიდათ ამ აქოთებული საქონელის შემოტენვა. დამთავრდა, გამოვფხიზლდეთ ქართველები, ისე არ აღმოჩნდეს, რომ ჩვენ ვიყოთ ბოლო ლიბერალები, როგორც თავის დროზე გასულელებულები ვიყავით სოციალიზმე და ქვეყანა ჩავაბარეთ ერთმა სოციალისტებმა მეორე სოციალისტებს.

საკუთარ ქვეყანაზე და ოჯახზე ვიფიქროთ, საკუთარ სახლ-კარზე ვიფიქროთ, დავბრუნდეთ ამ მამისეულ სახლში, დავანებოთ თავი ამ მომთაბარეობას, ხეტიალს, ყოველგვარი უგვანო და უგვარო იდეოლოგიების შემოზიდვას საკუთარ ქვეყანაში. მეტი თემა და პრობლემა არ აქვს ამ ქვეყანას, ვიდრე ჰომოსექსუალისტების მიტინგები? 6 თვით ადრე რომ დაანონსდა? თავზე გვემხობა ყველაფერი, ერად აღარ ვარგივართ” – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის წევრმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია კავკასიის გადაცემაში “სპექტრი”

სოციალისტი დიდებული გამოსვლაა ბატონო გუბაზ! ასე გააგრძელეთ! პოლიტიკოსობა თქვენი საქმე არ არის, მამის კვალს გაყევით და დიდი წარმატებაც არ დააყოვნებს. ტრიბუნა, პატრიოტული ტრიბუნა კი არ დათმოთ!
6 წლის უკან