"ყველანი აქ ვართ, გარდა "პატრიოტთა ალიანსისა" - ოპოზიცია ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიან ფრონტს ქმნის

"ყველანი აქ ვართ, გარდა "პატრიოტთა ალიანსისა" - ოპოზიცია ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიან ფრონტს ქმნისთითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით ერთიანდება და ქვეყნის მასშტაბით მილიონი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს.

"წამყვანი პარტიებიდან თითქმის ყველა აქ არის, გარდა "ქართული ოცნებისა". ეს არც პარტიული გაერთიანებაა და არც საარჩევნო, ეს არის შეთანხმება იმ საკითხზე, რომ ვიბრძოლებთ პროპორციული სიის დამტკიცებისთვის. "პატრიოტთა ალიანსი" არ მოსულა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შემოუერთდება ამ გაერთიანებას," - ამბობს გუბაზ სანიკიძე.

"გაერთიანება მოხდა პროპორციული არჩევნების დანიშვნის, კონსტიტუციის ცვლილებებისა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის შესასრულებლად, კონსტიტუციიდან გამომდინარე, 200 ათას ხელმოწერას ვაგროვებთ. პარტიები სწორედ ხელმოწერების ორგანიზებისათვის გაერთიანდნენ, ეს არ არის საარჩევნო გაერთიანება," - აცხადებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე "რეზონანსთან" საუბრისას 20 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაზე.

გრიგოლ ვაშაძე, დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა აღარ მიეცემა.

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი გუბაზ სანიკიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს არა პარტიული, არამედ არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით გაერთიანებაა და იმედოვნებს, რომ "პატრიოტთა ალიანსი", რომელიც მათთან ჯერ არ გაერთიანებულა, მალე შეუერთდება.

რომან გოცირიძე ამ მხრივ პესიმისტურად არის განწყობილი. ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" "ქართული ოცნების" სატელიტია.

"გაერთიანებულია ყველა პარტია, გარდა "ქართული ოცნებისა" და მისი სატელიტი "პატრიოტთა ალიანსისა". გაერთიანდა ყველა პარტია, რაც კი არსებობს საქართველოში, რომელსაც აქვს რაიმე საარჩევნო რეიტინგი. მიზანია ხელმოწერების შეგროვება და იმ კონსტიტუციის ამოქმედება, რომელიც, 2024 წლის ნაცვლად, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას 2020 წლისთვის ითვალისწინებს.

"სამართლებრივი მხარე უკვე გავლილია. პარლამენტში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ოცამდე პარტიის მონაწილეობით და დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება ქვეყნის ყველა რეგიონსა და მთელ თბილისში. პარტიებს გადანაწილებული აქვთ ფუნქციები და ყველა ერთდროულად შევუდექით საქმიანობას," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სანიკიძემ აღნიშნა, რომ მიზანი 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა, რის მისაღწევადაც, გარდა პოლიტიკური ორგანიზაციებისა, არასამთავრობო ორგნიზაციებიც აპირებენ მათთან გაერთიანებას.

"ვერ დავარქმევთ ამას გაერთიანებას; არ ვართ არაფერში ერთად, გარდა იმისა, რომ თამაშის წესზე შევთანხმდეთ და ჩატარდეს წესიერი არჩევნები. არა მარტო ეს პარტიები იქნებიან ამ გაერთიანებაში, დაგვემატებიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგნიზაციებიც. საერთოდაც, ალბათ მივაღწევთ იმას, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ვაიძულოთ, ნაცვლად 2024 წლისა, არჩევნები პროპორციული სისტემით 2020 წელს ჩატარდეს.

"მილიონი ხმის შეგროვებას ვაპირებთ, რადგან ამას ექნება მორალური ზემოქმედება ხელისუფლებაზე. სად 200 ათასს რომ შეიტან და სად მილიონს? შესაძლებლობა არსებობს, რომ მილიონი ხელმოწერა შევაგროვოთ. შესაძლოა, უფრო მეტიც შევაგროვოთ იმის მიხედვით, თუ როგორ ვიმუშავებთ და როგორ გავაგებინებთ ხალხს, რაზეა საუბარი," - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

dima ხოდა,ყველანი ერთად გამოექანეთ,თქვე მიშას ნამსხვრევებო!)))
6 წლის უკან
dima გუბოზ,3,5 მილიონი ამომრჩეველია საქართველოში და მაგ ,, მილიონი,, შეიკვეხე ტრაკში!
6 წლის უკან
სოციალისტი გუბაზ მაქ რა გინდა შე კაი კაცო?!
6 წლის უკან
სოციალისტი რომელია ეს 20 პარტია?! რ ო მ ე ლ ი ა?!
6 წლის უკან
სოციალისტი მხოლოდ პარტიული სიებით პარლამენტის დაკომპლექტება ცალსახად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ისე გამოდის, რომ მოქალაე რომელიც არის რაღაც პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი უფლებებით აღმატებულია არაპარტიულ მოქალაქეზე, რადგანაც მას შეუძლია იყოს პარლამენტის წევრი, ხოლო იმ "არაპარტიულ საცოდავს" არა! ))) ჰაი დედასა! თვით დიდი სტალინი ჯერ კიდევ ომამდე ოცნებობდა პარტიული ძალაუფლების შეკვეცაზე, მაგრამ ვერ განახორციელა - პარტიულმა ელიტამ მოაშთო. ახლაც ხალხის მიერ სიმწრით, სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას პარტიული ფუნქციონერები სასიკვდილო განაჩენს უმზადებენ! ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს არც კი გვეკითხებიან გვინდა კი ამ პატარა საქართველოში ეს გაუთავებელი პარტიული ქიშპი და ღლიცინი?!
6 წლის უკან
სოციალისტი 20 პოლიტიკური პარტია როგორ შეიძლება არსებობდეს სადაა 20 სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმა, 20 სხვადასხვა იდეოლოგია? ბრინჯაოს ხანიდან, მონათმფლობელობელობიდანაც რომ დავიწყოთ ამდენ განსხვავებულ იდეოლოგიას ვერც კი ჩამოვთვლით. თუ ერთი და იგივე იდეოლოგიის მატარებლები ხართ მაშინ სხვადასხვა პარტია რატომ ხართ ? იქნება პარტიები კი არა კლანები ხართ მიმართლი სახელმწიფოს გაღლეტაზე? )))
6 წლის უკან