„რომ მოგიფჩენია პირი, დავიჯერო ერთი ახლობელი, ნათესავი ან მეზობელი არ გყავს ემიგრაციაში?“

„რომ მოგიფჩენია პირი, დავიჯერო ერთი ახლობელი, ნათესავი ან მეზობელი არ გყავს ემიგრაციაში?“

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მხარდამჭერის, დალი ქავთარაძის პოსტმა, ემიგრანტების გაღიზიანება გამოიწვია.  ერთ-ერთი მათგანი ეკა ჭაავა მისგან, ემიგრანტების სახელით საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს:

"ქ/ნ დალი ძალიან ბევრი ემიგრანტი უფრო სწორედ ემიგრანტების 99% დიპლომიანია და ზოგი ორდიპლომიანიც ცნობისთვის და ვგონებ თქვენზე განათლებული და ნასწავლიც.

რომ მოგიფჩენია პირი (ხო მოგიფჩენია, აბა, საღად მოაზროვნე იმას არ იტყოდა, რაც თქვენ თქვით) და ამბობთ მონობა გინდოდათ და ხართ მონებიო, დავიჯერო ერთი ახლობელი, ერთი ნათესავი, ერთი მეზობელი, უბრალოდ ნაცნობი არ გყავთ ემიგრაციაში? თუ ყველა თქვენს გარშემო თქვენსავით "ზეგანათლებულია"? 

ისე ცნობისთვით ამ თქვენი პირის მოფჩენით და უაზრობების წერით უცნობ ადამიანებს კი არა, მათაც მიაყენეთ შეურაცხყოფა, თუმცა ამას თქვენი ზეგანათლებულება რას მიხვდება.

ხო ისე ცნობისთვის არავის უხარია წლობით სხვის სამსახურში ყოფნა სხვის ქვეყანაში და მისი ქვეყნის, მისი ოჯახის, მისი სახლის, დედის, მამის, შვილების, შვილიშვილების დატოვება, მაგრამ ბოდიშის მოთხოვნით იმ თქვენმა სათაყვანებელი ბიძინამ რომ უკანსვლის მეტი არაფერი გააკეთა (არც მის წინამორბედს უქნია რამე) ხალხისთვის. ამიტომ არიან გადმოხვეწილი და ცრემლში, მონატრებაში ათენებენ და აღამებენ.

იმ საქართველოში, სადაც თქვენ როგორც ამბობთ ყველაფერი კარგადაა, აბა, მოიხსენი ის ვარდისფერი სათვალე და ნახე რამდენი ხელგაგაწვდილი მოხუცია ქუჩაში, რამდენი მშიერი ბავშვია, რამდენი ავადმყოფია, თუმცა საკუთარი ცხვირის და კუჭის იქეთ ალბათ ვერც ამჩნევთ რამეს ან რა საჭიროა შეამჩნიოთ, მთავარია, თქვენ იყოთ კარგად და სხვას ჭირსაც არ წაუღია.

ბოლოს კი მოვითხოვ ჩემი და ჩემსავით შეურაცხყოფილი ემიგრანტების სახელით ბოდიში მოიხადო თითოეული ემიგრანტის წინაშე!!!", - წერს ეკა ჭაავა.

ბ ა ტ ო ნ ი 420 ემიგრანტებიც ბევრს ატრაკებენ, ცოტა კიდევ, რომ მერე ფეხი ფეხზე გადადებულმა ვიცხოვრო, ცოტა კიდევო და ამასობაში ქე გავიდა ცხოვრება, ვაი თქვენ პატრონს, ვისაც ნაშოვნი გაქვთ და ვერ ძღებით...
6 წლის უკან