რა კავშირშია გიორგი მამალაძის შეწყალება მის მიერ 4 მისამართზე გამოგზავნილ გასაიდუმლოებულ წერილთან?

რა კავშირშია გიორგი მამალაძის შეწყალება მის მიერ 4 მისამართზე გამოგზავნილ გასაიდუმლოებულ წერილთან?

"ალბათ დარწმუნდნენ მამა გიორგის უდანაშაულობაში და ქრისტიანულ ნაბიჯს დგამენ“, - ასე აფასებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ  რამიშვილი საპატრიარქოს მხრიდან გამოთქმულ მზაობას, რომ მას უშუამდგომლონ სალომე ზურაბიშვილთან, რათა პრეზიდენტმა  შეწყალების უფლება გამოიყენოს.

ადვოკატი "2020NEWS“-თან საუბარში აცხადებს, რომ დეკანოზის წერილს, რომელიც მან 4 მეუფეს გამოუგზავნა და რომლის შინაარსიც გასაიდუმლოებულია,  საპატრიარქოს ამ გადაწყვეტილებას ვერ უკავშირებს.

"ჩემი შეფასებით, საპატრიარქო არ იყო სრულად ინფორმირებული და ამიტომ დუმდა ამდენი ხნის განმავლობაში.  ბოლო დრო განვითარებულ მოვლენებს დეკანოზის გამოგზავნილ წერილს ნამდვილად ვერ ვუკავშირებ. ალბათ დარწმუნდნენ მამა გიორგის უდანაშაულობაში და ქრისტიანულ ნაბიჯს დგამენ. მე ასე  ვაფასებ ამ სიტუნციას და ალბათ როცა შეწყალებული იქნება მამა გიორგი, თვითონ განიხილავენ იმ საკითხებს, რაც წერილშია", - აცხადებს რამიშვილი.

კითხვაზე, თუკი წერილი არაფერ შუაშია, ორი წლის განმავლობაში რატომ ერთხელაც არ აზიარეს დეკანოზი, ადვოკატი პასუხობს, რომ დამდგარი შედეგი ორწლიანი ბრძოლის შედეგია.

"ჩვენ ორი წელი ვიბრძოდით და კიდევ ვიბრძვით მამა გიორგის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. დიდი წინააღმდეგობა იყო პირადად ჩემს მიმართ, ლამის მტრად გამომაცხადეს, მაგრამ როგორც ჩანს, დარწმუნდნენ თვითონაც, რომ იგი უდანაშაულოა. მღვმდელმთავრები იყვნენ შებრძანებულები მასთან. მეუფე ანტონს ის უდანაშაულოდ მიაჩნია“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს პრესმდივანმა ანდრია ჯაღმაიძემ  ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შეწყალების შუამდგომლობას იმ შემთხვევაში დააყენებენ,  თუკი პატიმარი თავის წილ დანაშაულს აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი  პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია, დეკანოზ მამალაძის სავარაუდო შეწყალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მამალაძე თუ შეიწყალეს, მისი საპატრიარქოსადმი წერილის შინაარსს ვეღარ გავიგებთ, ხომ?  მაfია ბესსმერტნა“, -  წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. ქართულმა სასამართლომ დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დეკანოზმა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივრა.

მიმდინარე წლის 13 თებერვალს მამა გიორგი მამალაძემ საპატიმროდან სკანდალური წერილი გამოაგზავნა, წერილის ადრესატი ოთხი მეუფე  - პეტრე, დიმიტრი, დავით ალავერდელი და მამა ანდრია გვაზავა იყვნენ. წერილის შინაარსი არც ერთ მათგანს არ გაუსაჯაროებია.

მეუფე პეტრე აცხადებს, რომ წერილის შინაარსს არასდროს გაამხელს და რომ მისი  განხილვა მხოლოდ სინოდის სხდომაზე უნდა მოხდეს.

ბ ა ტ ო ნ ი 420 ----
დაფაცურდნენ არწივები,
გაიჩითა ბაბაი ყამა,
წერილის აზრს, თუ ვერ გავიგებთ, ჯობს იჯდეს, რაღა აზრი აქვს შეიწყალებენ, თუ გააღმერთებენ.
ჩვენ გვაინტერესებს დიაგნოზი, თუ რითია ავად ჩვენი წმინდანთა ელიტა პაგონიანი წვერებიანი, თუ ჯიპიანი, უკვე რა დავარქვა აღარ ვიცი. ან მღვდელი იყავ ღმერთისა და ხალხის მსახური, ან ბიზნესმენი და ისმინე ფულთაა რახუნი.
მე ვფიქრობ ესაა ყველაზე დიდი სატკივარი, რაც წვერებიანებს ჭირთ, თუმცა არიან მსახურები, ვინც მშივრებიც იძინებენ ზოგჯერ. რამხელა განსხვავებაა ცასა და დედამიწას შორის და რამდენი რამ იკარგება თვალსა და ხელს შუა...ბებერი კი კუილსაც ვეღარ იძერს და მაინც, რამისაა მესიად შევრაცყოთ. რადგან ცოცხალია ყველას აწყობს მისი ყოფნა, მგელს მგელი ერქვა, შიმშილისგან ბალახს ჭამდა, ტურამ კი ცხრა დედალ - მამალი წყვილად წაამსერავოოოო.....
6 წლის უკან