ბადრიჯნის ტორტი

ბადრიჯნის ტორტი

ინგრედიენტები
ბადრიჯანი - 700-800 გ
შერეული ხორცის ფარში - 400-500 გ (შესაძლებელია ცხვრის ხორციც)
ტკბილი წიწაკა - 4 ცალი
ხახვი - 2 თავი
რეჰანი - 1 კონა
ოხრახუში - 2-3 ღერი
ნიორი - 2 კბილი
ქონდარი - 2-3 ტოტი
თეთრი მშრალი ღვინო - 0,5 ჭიქა
მაიონეზი ან მაიონეზისა და არაჟნის ნარევი - 0,5 ქილა
მარილი და პილპილი
ზეთი
მომზადების წესები
ბადრიჯნის 1/3 რგოლებად დავჭრათ, დანარჩენი – მოგრძო, თხელ ფენებად, მოვაყაროთ მარილი და 20 წუთი დავაყოვნოთ, შემდეგ ცივი წყალი გადავავლოთ, მსუბუქად გავწუროთ და გაცხელებულ ზეთში შევწვათ.


ხორცის ფარშს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და მოვშუშოთ. თუ ფარში უცხიმო იქნება, ცოტაოდენი კარაქი ან ზეითუნის ზეთი დავუმატოთ.
დავასხათ ღვინო, დავუმატოთ მწვანილი და, სანამ ღვინოს დაიშრობს, ვშუშოთ. დავაყაროთ მარილი და პილპილი.ტკბილი წიწაკა მსხვილად დავჭრათ და მსუბუქად მოვშუშოთ ზეთში. გვერდებმოსახსნელიან ფორმაში ჩავაფინოთ ბადრიჯნის გრძელი ნაჭრები ისე, რომ გვერდებზე გადმოვიდეს და ზედ ფენა-ფენა მოვათავსოთ ხორცის ფარში, ბადრიჯნის მრგვალი ნაჭრები და ტკბილი წიწაკა, თან მოვასხათ მაიონეზი. ბოლოს ბადრიჯნის ფენები გადავაფაროთ ხორცის ბოლო ფენას, ხელით დავტკეპნოთ და ფორმა თუნუქის ფურცელზე დავდოთ. გამოვაცხოთ 15-20 წუთის განმავლობაში, შევაგრილოთ და ისე გავიტანოთ სუფრაზე.