გრილზე მომზადებული თევზის სტეიკი ბოსტნეულითა და მწვანილებით

გრილზე მომზადებული თევზის სტეიკი ბოსტნეულითა და მწვანილებით

მოათავსეთ წყალი და ბულიონი პატარა თასში. მოურიეთ რათა კარგად გაიხსნას. დაუმატეთ ძმარი და შაქარი. ამ თასში 30 წუთის განმავლობაში ჩააწყვეთ თევზის ხორცი, რის შემდეგაც ამოიღეთ და შეწვით გრილზე თითოეულ მხარეზე 3-5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაჭერით სტეიკი გრძელ ნაჭრებად.

 

დააწყვეთ თეფშზე მწვანილები და პომიდვრები მონაცვლეობით და მოათავსეთ ზედ შემწვარი სტეიკი .

 

მომზადებული წვენი კი გადაიტანეთ ტაფაზე. დატოვეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთი. არ მოურიოთ და შემდეგ ზევიდან მოასხით ამ სალათს.

 

მოსამზადებელი პერიოდი: 10 წუთი.

დამზადების დრო: 15 წუთი.

 

ინგრედიენტები 4 პერსონაზე:

 

1 ჭიქა ადუღებული წყალი,

1 ბულიონის კუბიკი ,

1/4 ჭიქა სურნელოვანი ძმარი,

2 სუფრის კოვზი შაქარი,

1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი,

500 გრამი  თევზის სტეიკი (თევზის სახეობის არჩევა თქვენთვის მოგვინდვია) დაჭრილი 4 ნაწილად,

ბლომად დაჭრილი მწვანილეული,

შუაზე გაჭრილი წვნიანი პომიდვრები.

 

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: კლასიკურად (ევროპულად) დაყენებული რქაწითელი.