ღორის ხორცის მწვადი კარტოფილით

ღორის ხორცის მწვადი კარტოფილით

მომზადების დრო: 30 წუთი


ულუფა: 4


ინგრედიენტები


მარილი და პილპილი


ღორის რბილი ხორცი - 700 გ


ზეთი - 3 ს/კ


როზმარინი - 1 ღერი


კარტოფილი - 12 ცალი, პატარა ზომის


ლიმონის წვენი - 2 ს/კ


მომზადების წესები


გარეცხეთ კარტოფილი, ჩაყარეთ ადუღებულ მარილწყალში და ხარშეთ 10 წუთი.


შემდეგ გადაიტანეთ საწურზე. გარეცხეთ ღორის ხორცი და დაჭერით 3 სმ-ის კუბიკებად.


როზმაზარინს მოაცალეთ ფოთლები.


ჩამოაცვით კარტოფილისა და ხორცის ნაჭრები 8 პატარა შამფურზე.  


მოამზადეთ მარინადი: შეურიეთ ზეთი, როზმარინის ფოთლები და ლიმონის წვენი ერთმანეთში, დაუმატეთ მარილი და წიწაკა. წაუსვით მიღებული მარინადი მწვადს.


შეწვით მაღალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში ან გრილზე 8 წუთის განმავლობაში თითოეულ მხარეს.