“გესმით თქვენ?! აი, ეს კაცია ჩვენი ქვეყნის სიამაყე!..”  (ვიდეო)

“გესმით თქვენ?! აი, ეს კაცია ჩვენი ქვეყნის სიამაყე!..” (ვიდეო)

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტ ლადო აფხაზავას წარმატება სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიულოცეს, სადაც აფხაზავა სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ფოტომასალას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მოსწავლეები სკოლის ეზოში ბუშტებით და მისალოცი პლაკატებით შეიკრიბნენ და მასწავლებელს ოვაციებით შეხვდნენ.

ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ამ პოზიტიურ ინფორმაციას ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:

“ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის არის!

მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელი დაასახელეს და მათ შორის ერთი ქართველიც არის – სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი!

გესმით თქვენ?!

აი, ეს არის წარმატება!

აი, ეს კაცია ჩვენი ქვეყნის სიამაყე!”, – წერს ჟურნალისტი “ფეისბუქზე”.

ბ ა ტ ო ნ ი 420 ...მართლაც და ეს კაცია ჩვენი წარმატება ! ! ! წა რმა ტე ბა ! ! ! და არა ხიხო დე ხრიგინას მოზიდული ხეები, გაჩეხილი მწვანე საფარი და მისი მილლიარდობით ფული, ანუ მაკულატურა, მისი ნახატები, პიკასოს „„კატა მამათმავლის მუხლებზე““, ან სალვადორ დალის „„ოფლიანი ყვერები““!!! ხტფუი ბიძოს, --ხტფუი --ბიძოს, -- ხტფუი ბიძოს!!!
6 წლის უკან