იაპონიაში ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი დააკავეს

იაპონიაში ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი დააკავეს

იაპონიის ქალაქ ოსაკაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი, ირაკლი ცირეკიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

ვეტერანი ძიუდოისტი ამჟამად პატიმრობიდან გათავისუფლებულია.

„იაპონიში საქართველოს საელჩოში, ქ. ოსაკის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შევიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ. საქართველოს საელჩო კომუნიკაციაში იმყოფება როგორც აღნიშნულ საქართველოს მოქალაქესთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან. ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია და აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“ -აღნიშნულია ინფორმაციაში.

თუმცა, ამ ეტაპზე  უცნობია თუ რატომ მოხდა იაპონიაში ირაკლი ცირეკიძის დაკავება. ყოფილი ძიუდოისტი ოსაკაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შეკრებაზე იმყოფება.