ეკა ბესელია „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობას არ გამორიცხავს

ეკა ბესელია „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობას არ გამორიცხავს

ეკა ბესელია “პატრიოტთა ალიანსთან” თანამშრომლობას არ გამორიცხავს. როგორც “ქართული ოცნების” უკვე ყოფილმა წევრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, შესაძლებელია, რომ მათ შორის თანამშრომლობა შედგეს. მისი თქმით, ისინი არასოდეს ყოფილან “ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგებულები.

“თანამშრომლობით რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვითანამშრომლოთ “პატრიოტთა ალიანსთან” იმიტომ, რომ ისინი არასოდეს არ ყოფილან წინა რეჟიმთან გარიგებულები და მათთან კოჰაბიტაციაში, ხოლო ის, ვინც ძალადობრივ რეჟიმს წარმოადგენდა, ვისაც ვებრძოდით, მე მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებ.

მე მქონდა ივანიშვილის მხარდაჭერა. მე მქონდა დარჩენის შემოთავაზება. მქონდა არჩევანი, მაგრამ არ ვიტყვი რა იყო ეს არჩევანი. მქონდა დარჩენის თხოვნაც, მაგრამ მაინც ეს გადაწყვეტილება მივიღე. ვერავინ გამიშვებდა იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც მეც დავაფუძნე. არ ვარ 2016 წელს გზად მომავალი ადამიანი, რომელიც გარემოებების გამო აღმოჩნდა ამ შენობაში და ამ პოლიტიკური პარტიის ქვეშ,”– განაცხადა ეკა ბესელიამ.