"რა კობახიძე, რა მურუსიძე, მდინარაძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში გამართულ დებატებს ეხმაურება.

"ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში... დღეს ასე ასჯერ ახსენეს ჩემი სახელი სასამართლოსთან მიმართებაში და თითქმის არ ახსენეს ამ თოჯინების თეატრის დირექტორის სახელი.

რა კობახიძე, რა მურუსიძე, მდინარაძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი. და თუ რომელიმე ჩემი თანამებრძოლი კომპლექსდება "9 წლით" მინდა მეათასედ გავიმეორო-ის იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში!

ის, ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევის და უბედურების წლებად გამოცხადებას, იმას მე პირადად, ჩემს თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.