„აქ გაიყო ჩვენი გზები...

„აქ გაიყო ჩვენი გზები..."- სთხოვა თუ არა დარჩენა ივანიშვილმა ბესელიას?

"აქ გაიყო ჩვენი გზები. მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას და ამ ტიპის თანაცხოვრებას," - ეს განცხადება „ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმებოდა ივანიშვილის ინიციატივას, რომ კოჰაბიტაცია შემდგარიყო.

„აქ გაიყო ჩვენი გზები. მე არასდროს არ ვცნობდი ამ ტიპის კოჰაბიტაციას და ამ ტიპის თანაცხოვრებას, როდესაც ის ადამიანი, ვისაც ჩვენ ვებრძოდით და იყვნენ მათ შორის პასუხისმგებელნი იმ ძალადობრივ სისტემაზე, დღეს ვხედავ ჩემი პოლიტიკური პარტიის შიგნით. ეს ჩემთვის არის მიუღებელი. მე ამოვწურე ყველა შიდა დიალოგის, პრობლემის გადაწყვეტის თუ მცდელობის რესურსი. მე არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი იქამდე, ვიდრე არ ვცადე ყველაფერი, რის ცდაც შემეძლო მე პირადად," - ამბობს ბესელია.

ეკა ბესელიამ უპასუხოდ დატოვა კითხვა, სთხოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა დარჩენა.