„ძალიან განვიცდი“ - თეა წულუკიანი ეკა ბესელიას გუნდიდან წასვლაზე

„ძალიან განვიცდი“ - თეა წულუკიანი ეკა ბესელიას გუნდიდან წასვლაზე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. აღნიშნულს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნშნა, რომ ბესელიას წასვლას განიცდის:

„ფაქტია, რომ ჩვენი უმრავლესობის წარმომადგენლები, ქალბატონი ეკა, ბატონი ლევანი და სხვები, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და თან მოვისმინე მათი განცხადებებიც, პრაქტიკულად გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, რომ უმრავლესობაში აღარ იმუშაონ.

მე, რა თქმა უნდა, როგორც ოპტიმისტი ადამიანი ყოველთვის და ყველგან იმედს ვინარჩუნებ, რომ ეს ასე არ მოხდება, თუმცა რეალობა არის ჩემთვის მტკივნეული და ამას მე ძალიან განვიცდი,"- განაცხადა წულუკიანმა.