გვარამია: ასე ღერა-ღერად ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას ციხეში გაისტუმრებს

გვარამია: ასე ღერა-ღერად ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას ციხეში გაისტუმრებს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ზვიად კუპრავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას ეხმიანება:

"ასე ღერა-ღერად ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას ციხეში რომ გაისტუმრებ, არასამთავრობო სექტორი წესით კი უნდა ხმაურობდეს ამ თემაზე.

ფორმალურად სამართლებრივი საფუძველი რომ არსებობს, ეს აბსურდი არ შეიძლება ფარად აიფარო. არ შეიძლება პანღურის გამო აქტიური ოპოზიციონერის დაპატიმრებაში პოლიტიკური დევნა ვერ დაინახო. ყველა ტოტალიტარული რეჟიმი პოლიტპატიმრების ციხეში გამოსაკეტად ყოველთვის პოულობს ფორმალურ სამართლებრივ საფუძველს და მომავალშიც საქართველოს რეპრესიული რეჟიმი იპოვის მორიგ კირკიტაძეს, რომელიც პოლიციელს გაექაჩა და ამ საბაბით კიდევ შეამცირებს აქტიური და მწვავე ოპოზიციის რიგებს.

ბოლო-ბოლო, უნდა გავაცნობიეროთ, რომ პროცესების პოლიტიკური სტერილიზაცია და მშრალი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მოქმედება მხოლოდ კვებავს, აძლიერებს და ახანგრძლივებს ოლიგარქიულ დიქტატურას".

სოციალისტი ერთი შენ ხარ ქართული კულტურის კორიფე-დირექტორ შოუმენი, მუსიკათმცოდნე, გურმანი, პროკურორი და მეორე არის კუპრავა მთავარი ოპოზიციური ძალა!
6 წლის უკან
tngh პატივცემულო ამხ. ნ. გვარამია!!! იქნებ სადმე 15 წლის წინადელი თქვენი ფოტო ნახოთ, ჩაიხედოთ სარკეში და თქვენი დღევანდელი "ნაციონალ-ბოლშევიკური" სიფათი, შეადაროთ იმ სახეს... იქნებ მაშინ მაინც მიხვდეთ, რას დაგამსგავსათ ამდენმა ბოღმამ და შურმა...
6 წლის უკან