მსჯავდებული და პატიმრობა მისჯილი ზვიად კუპრავა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცინის და სოციალურ ქსელში წერს:
"ეხლა ტარდება ოპერატიულ სამძებრო სამუშაოები ზვიად კუპრავას ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნითო " – წერს კუპრავა
ზვიად კუპრავას განცხადებით მისი მოძებნა სულაც არ არის საჭირო, ის ჭავჭავაძის 29 ნომერში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფება და ოფისის დატოვებას არ აპირებს.
შეგახსენებთ რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.