"სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშანს ვერ დავსვამ", - ამის შესახებ განცხადებას დეპუტატი კობა დავითაშვილი აკეთებს.
კობა დავითაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შეფასებისას აცხადებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური პრინციპები არ გააჩნდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკა საერთოდ არ ემის.
"სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშანს ვერ დავსვამ. მიშას მყარი პოლიტიკური პრინციპები არ ჰქონდა და კიდევ ბევრი სხვა უბედურება სჭირდა, ივანიშვილი ჩამოყალიბებული პიროვნება და საკუთარი ქვეყნის პატრიოტია, მას, უბრალოდ, პოლიტიკა არ ესმის", - ამბობს დავითაშვილი "კვირის პალიტრასთან".
აქვე შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ კობა დავითაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა და განაცხადა, რომ მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად აპირებს კენჭის ყრას.