"მურუსიძეს და სხვებს გადადგომას ვაიძულებთ, 7 მარტიდან აქციებს ვიწყებთ!"

პარიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ აქციებისთვის ემზადებიან.

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ შევეგუებით სასამართლო სისტემაში მურუსიძე-ჩინჩალაძე-გვრიტიშვილი-მაქაუტაძე, აი ამ ოდიოზური მოსამართლეების კლანური მმართველობის შენარჩუნებას, ის ცდება. ჩვენ ვიწყებთ ძალიან ფართო საზოგადოებრივ აქტიურობას. 7 მარტიდან ჩვენ დავიწყებთ საპროტესტო აქციების ორგანიზებას სხვადასხვა სასამართლოებთან და ვაიძულებთ ბატონ მურუსიძესაც გადადგომას და სხვებსაც”, - განაცხადა ინაშვილმა.