ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს:
ჰქონდა თუ არა მამუკა ხაზარაძეს სხვა გამოსავალი – რასაკვირველია, არა. სხვანაირად რომ მოქცეულიყო, ბანკს, მის მომხმარებელს და ქვეყანას დააზარალებდა. სწორია, რომ ეს გადაწვეტილება მიიღო სწრაფად, რადგან დროში გაწელილი პროცესი არსებითად ვერაფერს შეცვლიდა.
ექნება თუ არა ხაზარაძეს ანაკლიის პროექტის გაგრძელების საშუალება – უკიდურესად საეჭვოა. თავად ხაზარაძემ თქვა, რომ მის მიმართ დაწყებული კამპანია პირდაპირ უკავშირდება ანაკლიის პროექტს, რომ არც ერთი ინვეტორი საქმეს არ დაიჭერს ისეთ პარტნიორთან, ვინც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. აქვს იმის იმედი, რომ ბანკის დათმობის შემდეგ მას ამ უმძიმეს ბრალდებას მოუხსნიან ?- არ ვიცი, რისი იმედი აქვს ხაზარაძეს – მაგრამ, პირადად მე არ მჯერა, რომ ეს ბინძური თამაში ივანიშვილმა ბანკის წართმევის მიზნით წამოიწყო – მთავარი სამიზნე, რასაკვირველია, ანაკლიის პროექტი იყო – მისი გაჩერება, ან ხაზარაძისთვის წარმთმევა.
ვერაფრით ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც დღეს მამუკა ხაზარაძეს ამუნათებს და მისგან უფრო ხისტ განცხადებებს ითხოვს – ამ ეტაპზე მან თქვა ყველაფერი, რისი თქმაც შეეძლო. მის წერილში ყველა მთავარი პრობლემა ზუსტად არის აქცენტირებული – ის, რომ ამ ქვეყანაში პრემიერი და მინისტრები არაფერს არ წარმოადგენენ – ისინი საცოდავი პაიკები არიან ხმის უფლების გარეშე. რომ სასამართლო სრულად კონტროლირებადია ივანიშვილის მიერ და არანაირი აზრი არ აქვს სამართლებრივი გზით ასევე ივანიშვილის კონტროლის ქვეშ მყოფ ეროვნულ ბანკთან დავას და რაც მთავარია – ამ ქვეყანაში მილიარდერი არავის მისცემს უფლებას ლიმიტირებულზე მეტი ფული ჰქონდეს. რადგან ასეთი ფული „არაჯანსაღ“ ამბიციებს გაუჩენს მის მფლობელს. მოკლედ, ხაზარაძემ ძალიან გასაგებად აღწერა ის ჯოჯოხეთი, რომელშიც შევაბიჯეთ.
ახლა ორი სცენარია: 1. ფრიად საეჭვო – ივანიშვილი ხაზარაძის მსხვერპს დააფასებს და მას ანაკლიის პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს. მაშინ წარმატება ვუსურვოთ ხაზარაძეს – რადგან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებს ამ ქვეყნისთვის.
- ძალიან მაღალი ალბათობის მქონე; ხაზარაძე მალე აღიარებს, რომ ანაკლიის პროექტიდანაც აიძულებენ წამოსვლას. ამის შემდეგ კი მოუწევს, მიიღოს გადაწყვეტილება რა ფორმით ჩაებას პოლიტიკაში – აქაც მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო – ეს ძალიან წაადგება ქართულ პოლიტიკას. თუმცა შეიძლება ქვეყნიდან წასვლაც მოუნდეს – ნუ, რას ვიზამთ.
მოკლედ, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ხაზარაძემ, ფაქტი ერთია – tbc ბანკის საქმე აუცილებლად დაიკავებს თავის ძალიან მნიშვნელოვან ადგილს ივანიშვილის საბედისწერო შეცდომებს შორის.