"ალბათ ბოლოჯერ მიწევს ამ ტრუბუნაზე უმრავლესობის სახელით გამოსვლა" - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტარებს კენჭისყრის წინ, სადაც რამდენიმე წუთში, დეპუტატებმა მისი საკანონმდებლო ინიციატივის ბედი უნდა გადაწყვიტონ.
პარლამენტში პლენარული სხდომა 12:00 საათიდან მიმდინარეობს, სადაც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ეკა ბესელიასა და 8 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს.