"კობახიძეს დაკარგული აქვს რეალობის განცდა, მორალზე აღარ ვსაუბრობ"

დებუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს არაადეკვატურს უწოდებს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია.

„ძალიან არაადეკვატურია ეს ადამიანი, თანამდებობას არ შეესაბამება, რომელზეც არის. რეალობის განცდა დაკარგული აქვს, მორალურზე აღარაფერს ვამბობ, რადგან ჩინჩალაძის მორალია, როცა ამბობ, რომ ცუდი იყო და ახლა კარგი გახდა", - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„საერთო სასამართლოების შესახებ" ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „კონსენსუსი, რომელიც დარბაზში არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის, აბსოლუტურად ყველაფერზე მეტყველებს".