"ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით, გოგლი-მოგლს ჭამდა"

"როცა "ნაციონალურ მოძრაობას" ვებრძოდით და ვიდექით ტყვიების ზუზუნში, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა გავუძლებდით და გადავრჩებოდით თუ არა",- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის რეპლიკას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის კონსტიტუციას იცავს.

"გოგლი-მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები თავს უფლებას აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ, ამის პასუხს მიიღებს ჩემს ბოლო დასკვნაში. თქვენ ნახავთ იმ პასუხს, რასაც ის მიიღებს. ის როგორი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება მოისმენს ისიც და საზოგადოებაც. ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ გუშინ, რომ ბოროტებას ჩადიოდნენ დღეს კეთილად გასხივოსდნენ, ეს ადამიანი მორალურად ჩემთვის ზუსტად იქ დგას, სადაც იდგნენ ის ადამიანები, ვისაც ვებრძოდით", - განაცხადა ეკა ბესელიამ.