საფრანგეთში ტერმინები: „დედა“ და „მამა“ „მშობელი 1“ და „მშობელი 2“-ით შეიცვლება. საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ეს ტერმინები უკვე ჩაანაცვლა. კანონპროექტს მხარი დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა.
კანონპროექტის მომხრეები აცხადებენ, რომ კანონის საბოლოოდ დამტკიცებით ერთსქესიანი მშობლების მიმართ დისკრიმინაცია აღმოიფხვრება. სენატი იმის უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტი დაბლოკოს და საბოლოო განხილვისთვის ისევ ეროვნულ ასამბლეას დაუბრუნოს.
კანონპროექტის ავტორი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის „საფრანგეთი, წინ“ წევრი დეპუტატი ვალერი პეტია. დეპუტატის მტკიცებით, მან საფრანგეთში მიღებული კანონები გაითვალისწინა, რომლის მიხედვითაც, ერთსქესიან წყვილებს დაქორწინება და ბავშვების აყვანა შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ბევრი ქომაგი ჰყავს, კრიტიკოსები ინიციატივას „დეჰუმანიზაციად“ აფასებენ.
როგორც ჩანს, ფრანგებს ნაკლებად ადარდებთ, რა ხდება ამ დროს ბავშვის ფსიქიკაში და ტერმინების ვითომდაც უწყინარი შეცვლით ხომ არ ინგრევა ბავშვის მიერ სამყაროს აღქმა? თუმცა, თუკი დისკრიმინაციას გაურბიან ფრანგები, მათ ისიც უნდა შეენიშნათ, რომ ტერმინები „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ იმთავითვე დისკრიმინაციულია, რადგან ამით ხდება მშობლების დახარისხება პირველ და მეორე ნომრებად.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საფრანგეთსა და ჰოლანდიაში შეიძლება რაღაც განსხვავებული ხდებოდეს, რადგან მათ სხვა მენტალობა აქვთ, მაგრამ საქართველო კულტურულად სრულიად განსხვავებული ქვეყანაა.
„ასეთი გამოთქმაც არსებობს, „მომეცი ბავშვი და მისგან გაგიზრდი როგორც მონაზონს, ასევე, ტერორისტს“. როგორც აღზრდი ბავშვს, იგი ისეთი გამოვა. არ უნდა აღზარდო ბავშვი ცუდად, არ უნდა შთააგონო არასწორი იდეები, თორემ ბავშვებს რომ ეტყვი, ეს დედა კი არ არის, ან მამა კი არ არის, არამედ „მშობელი 1“ და „მშობელი 2“-ია, თაობების მერე აღარც კი ეცოდინებათ, რომ ვიღაც ოდესაღაც დედა იყო და ვიღაც მამა. ბავშვის ფსიქიკა ამით მოიშლება. რასაც ბავშვს ეტყვი, იმას იმახსოვრებს, შეიძლება ერთი ან ორი თაობა მის მეხსიერებას კიდევ შემორჩეს ტერმინები „დედა“ და „მამა“, მაგრამ შემდეგ თაობებში რა იქნება, უკვე აღარ ვიცი“, - აღნიშნა მუხრან გულიაშვილმა.
უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დიდ პატივს სცემს დასავლურ კულტურას, დასავლურ ცივილიზაციას, ასევე, თანამედროვე დასავლეთს, მაგრამ ჩვენ უფრო ძველი ქვეყანა ვართ, ჩვენ უფრო ადრეული ისტორია, კულტურა გაგვაჩნია და არ არის აუცილებლობა, ყველაფერში დასავლეთს მივბაძოთ.
„ჩვენ გვაქვს სიტყვა „დედაენა“, „დედასამშობლო“. ეს სიტყვები როგორ უნდა შევცვალოთ? „დედაენას“ რა უნდა დავარქვათ, „მშობელი 1“, თუ „მშობელი 2?“ ასევე, „დედასამშობლოს“ რა უნდა ვუწოდოთ, „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ ერთდროულად? ყველაფერი, რასაც მიიღებენ და დააკანონებენ უცხოეთში, ვერ მოერგება ჩვენს თანამედროვეობას და ჩვენს მომავალს. მე პატარა ბავში მყავს, 5 წლის, შინ რომ მოდის, კითხულობს, მამა თუ არის სახლში? რა ვუპასუხოთ? „მშობელი 2?“ რა უბედურებაა? ვერ წარმომიდგენია, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, რომელთათვისაც მშობლისა და შვილის ფენომენი ძალიან ძვირფასია, მოინდომოს და გადავიდეს „მშობელი 1“-ისა და „მშობელი 2“-ის დარქმევაზე“, - აღნიშნა თამაზ ბაკურაძემ და დასძინა, ფრანგებს იმდენი პრობლემა აქვთ, ერთმანეთში ვერ გარკვეულან და ვერ დალაგებულან.
ახლა მთავარია, ქართველებმა დავიცვათ ის ფასეულობები, რაც საუკუნეთა განმავლობაში არსებობდა საქართველოში და, რასაც გამუდმებით ვიცავდით.
დემოკრატიააა ეს აბა, ..... დემოკრატია
ფანდარასტების გარეშე არავინ მიგვიღებს არც ცივილურ სამყაროში, არც ნატოში და არც ევროკავშირში ..
ასე რომ მშობელი ერთი ორი სამი ოთხი კი არა...სქესსაც ასარჩევს გაგვიხდიან...კუზანოვი და მაგის ჯანი ...........გინდ კაცი იქნები და გინდ ქალი