„უნდა განგვიმარტონ მიზნები, რისთვის შემოდის ჩინური ენა და რატომ არ შემოდის ფრანგული, ესპანური?!“

„უნდა განგვიმარტონ მიზნები, რისთვის შემოდის ჩინური ენა და რატომ არ შემოდის ფრანგული, ესპანური?!“

მალე წარსულს ჩაბარდება ის დრო, როცა თანამოსაუბრეთა შორის გაუგებრობის შემთხვევაში გვესმოდა ფრაზა: „ჩინურად ნუ მელაპარაკები, გასაგებად ილაპარაკე“. ჩინური ენის სწავლება ჩვენს სკოლებში მეხუთე კლასიდან დაიწყება და, სკოლების სურვილის შემთხვევაში, მეორე უცხო ენად შევა სასწავლებლებში.

როგორც ცნობილია, საჯარო სკოლებში პირველი კლასიდან უცხო ენად დაშვებულია ინგლისურის შესწავლა, ამიერიდან კი მე-5 კლასიდან სკოლებისთვის ჩინური ენა არჩევითი გახდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის ელჩმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რაც საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი აცხადებს, რომ სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს, რატომ შემოაქვს ჩვენს სკოლებში ჩინური ენა. მისივე განმარტებით, საგნების ჩამონათვალის დროს ეროვნულ სასწავლო გეგმაში პირდაპირ წერია მიზნები, რა მიზანი აქვს სკოლებში, მაგალითად, გეოგრაფიის სწავლებას, ისტორიის სწავლებას, ქართული ენის სწავლებას. ახლა კი ასე მოუმზადებლად, კონსულტაციების გარეშე შემოაქვთ სკოლებში ჩინური ენა.

„ადრე ერთი-ორი ასეთი სკოლა ვიცოდი, სადაც ჩინური ენა გაკვეთილის ნაწილი კი არ იყო, არამედ გაკვეთილების შემდეგ უფასოდ ისწავლებოდა. მაგალითად, ვარკეთილში იყო ასეთი სკოლები, სადაც რამდენიმე მოხალისე ჩინელი ჩინურ ენას ნებაყოფლობით ასწავლიდა. დღეს თუ ჩინურის სწავლება სავალდებულო ხდება, თუნდაც ეს იყოს არჩევითი სავალდებულო საგანი, უნდა განგვიმარტონ მიზნები, რისთვის შემოდის ეს ენა და რატომ არ შემოდის ფრანგული, ესპანური?! ჩემი ინფორმაციით, თვითონ ჩინეთის საელჩო ამას დიდ პროპაგანდას უწევს. ვარკეთილის სკოლებში ეს ენა რომ ისწავლებოდა, ხშირად მოდიოდნენ ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები და კულტურის დღეებს ატარებდნენ. ჩემი ვარაუდით, ამჯერად განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობასა და ჩინეთის საელჩოს შორის კულუარული შეთანხმება მოხდა ამ ენის სწავლების თაობაზე. ესეც იმავე რბილი ძალის ნაწილია, როგორც თურქეთის ან სხვა ქვეყნების შემთხვევაში. არა მგონია, ჩინეთს ნაკლები ამბიცია ჰქონდეს, ვიდრე სხვა ქვეყანას, რომელიც საქართველოში რბილი ძალის პოლიტიკას ახორციელებს. როცა ერთ-ერთ სკოლაში ჩინური კულტურის დღეს დავესწარი, სწორედ რბილი ძალის შთაბეჭდილება დამრჩა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში მუხრან გულიაშვილი.

მისივე მოსაზრებით, ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ უფასოდ სთავაზობენ მსგავს სერვისს სამიზნე ქვეყნებს. ეს ნიშნავს, რომ ვიღაც ფულს იხდის ამ საქმეში და ახლაც, თუკი ჩინური ენის სწავლებას ჩინეთის საელჩო აფინანსებს, ეს ნიშნავს, რომ ეს მის ინტერესებშია.

„ჩემი აზრით, მეორე ენა არჩევითი უნდა იყოს. მაგალითად, აჭარაში თურქული ენა უფრო სჭირდებათ, შეიძლება, ვიღაცას უფრო მეტად ფრანგული სჭირდებოდეს. თუმცა ჩემი რეკომენდაციაა, სანამ სკოლა მე-5 კლასიდან აირჩევს ჩინურ ენას, მანამ მშობლებთან, მოსწავლეებთან გაიაროს კონსულტაცია და მარტო დირექციამ არ გადაწყვიტოს ეს საკითხი. თანაც, ჩინური საკმაოდ რთული ენაა, ისედაც გადატვირთულ პროგრამას თუ ჩინური დაემატება, ამას შედეგი არ ექნება, ბავშვებსაც ტყუილად გააწვალებენ. ამიტომ სავალდებულო არ უნდა იყოს მისი შესწავლა“.

უფლებადამცველ თამაზ ბაკურაძეს აინტერესებს, ჩინური ენის სწავლება რა უბედურებაა. წესით, განათლების სამინისტრო უნდა ეცადოს, სკოლებში ქართული ენა უფრო კარგად ასწავლოს, ასევე, უკეთ ასწავლოს საქართველოს ისტორია, საქართველოს კულტურა და მერე იბრძოლოს სხვა ენებისთვის.

„ჩინეთთან ინტეგრაციას ვაპირებთ, თუ რა ხდება? ჩინური იქნება, ინგლისური, ფრანგული თუ სხვა ენა, ამას თვითონ მოსწავლე აირჩევს. განათლების სისტემა რატომ ახვევს თავის სურვილებს თავს სკოლებს? ეს აბსურდულია, რა საჭიროა მეორე უცხო ენა იყოს ჩინური? მით უმეტეს, ჩინეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანა არ არის. აჭარის მოსახლეობის (და არა მარტო აჭარის) საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია თურქეთთან“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში თამაზ ბაკურაძე.

 

სოციალისტი არჩევაზეაო, არჩევაზე! არ უნდა, ძალას არავინ დაატანს! უნდა - ისწავლის ცოტას მაინც!
5 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 :::იმიტომ რომ ჩინელები დახუია ი ბოლშე არიან, დახუია ი ბოლშე და იობანი მატერი, ესპანეთი და საფრანგეთი ერთად აღებული, ჩინეთში ცხოვრობს ერთ პატარა რაიონში და ზიგჯერ დათვლაც კი ავიწყდებათ ხოლმე, ამას ზინათ 600 000ათასიანი პროვინცია გამორჩათ და სამი თვის მერე აღმოაჩინეს, რომ აღწერის სიებში არ იყო და არც შემჩნევიათ. მილიარდ შჩემტა და იშო მეტი და იობანი მატერი, აი სულ რამდენი ჩინელი ცხოვრობს ჩინეთშ... მაგათი ენის სწავლაა საჭირო, აბა სომხური და პაპუა გვინეა ვის რაში სჭირდება???
იმას მაინც გავიგებთ, თუ რას ლაპარაკობენ და რა უნდათ...
5 წლის უკან