საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეის სააკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
"წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული"-ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%_ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი.ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას,მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში.
არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან.ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან,ოღონდ,იმის გამო,რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია.
აღმოჩნდა,რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია,ევროპელთან ქორწინებით .ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს,მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას.
.......დიდო მიხეილ!!! ეხლა მორიგი ცნობაც აიღე, რომ სრულ ჭკვაზე ხარ, მერე იმის ჯანმრთელობის ცნობაც, ვინც მაგ ცნობას მოგცემს, მერე ხიხო დე ხრიგინას მიაფარე ოფლიან სიფათზე, სანამ აზრზე მოვა თუთაშხიასავით ზურგზე მოახტი და ჭორვილამდე გამეტებით აჭენავე, არსად გაჩერდე! აჭენავე სანამ ქანცი არ გაუწყდება და მანამ არ მოეშვა, სანამ ქვეყნის აქციების 51% არ გადაგიფორმებს... სხვაანაირად შენ უკან დასაბრუნებელი გზა არ გაქვს, მხოლოდ გამოქანებით და ხიხოს გაუხედნავ ზებრასავით ჭენებით, თუ შემოიჭრები ქვეყანაში.....თან მოულოდნელად...თორემ საზღვრები ისეა დაცული, სპოლოც ვერ შემოფრინდება.. ან ტანზანიიდან ხიხოსთვის გამოგზავნილ ბაობაბის ხეს თუ შემოყვები შეუმჩნევლად...როგორც მაისის ხოჭო, ან არგენტინული კოდალა.
......რა ანტიკვარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჯერ აზრზე არა ვართ. შთამომავლობას სატირლად და სასაცილოდ არ ეყოფა, რომ 2012 წლიდან სიკვდილამდე ქვეყანას მართავდა ხიხო მუხა დე ხრიგინა მაყუთიანი!!!, თან ერთპიროვნულად!!! ცანგალა მიშა კი ცდილობდა ის ტაბურეტკა დაეთრია, რომელზეც ხიხოს ზებრა ჭენების შემდეგ ჩეროში ისვენებდა.....რადგან ფიქრობდა , რომ ხიხოს ძლიერება, ზებრას ტაბურეტში იყო...აი სულ ეს არის საქართველოს ისტორია 21-ე საუკუნის დასაწყისი, ჩვენი საამაყო ისტორიისთვის...
. . ისტე! დორბლიანი და ჩოყლაყი ქე ეძახეთ, მერე სომეხი სომეხიო და ქე ვერ დეითრია ბიჭმა საბუთი? ეხლა უკვე ხიხოს ჯერია დაგვაჯეროს, რომ გაქნილი ებრაელი, ან კამპუჩიელი რობიზონ კრუზო არ არის.