ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალური ქსელის საშუალებით ხელისუფლებას მიმართავს და პოლიტიკური ოპონენტების მიერ წარმოებული სახიფათო ინფორმაციული ომის შესახებ აფრთხილებს.
“შსს ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული გადაცემის ანონსს განცხადებით ეხმაურება და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს (ვიდეო)”
“სააკაშვილს ვინმემ გადასცეს, რომ ჩემს დაპირებას აუცილებლად შევასრულებ – ირმა ინაშვილი”.
“დავით კირკიტაძის საქმის მოსამართლე მიმართვას ავრცელებს”.
“ქვეყანაში უნდა არსებობდეს ბანკი, რომელსაც ექნება ადამიანური პროცენტები და არ იყაჩაღებს – ბაკურ სვანიძე”.
და კიდევ უამრავი განცხადება, თუ გამოხმაურება, რომლებიც ინტერნეტით ვრცელდება, სიმართლეა და აუცილებელია რომ ხალხმა გაიგოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ – საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს წვდომა ინტერნეტთან, რამდენი კითხულობს სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს და რამდენი უყურებს რ2-ს და მასზე “აწყობილ” სხვა ტელევიზიებს?
კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას – მოიფიქრეთ მოსახლეობამდე სიმართლის მიტანის რაიმე რეალური მექანიზმი (რაც უამრავია და განხორციელებაც ძალიან ადვილია), მოიფიქრეთ, თორემ საინფორმაციო ომი ფაქტობრივად უკვე წაგებული გაქვთ და 2020-ში სრული და უსიტყვო კაპიტულაციის გამოცხადება მოგიწევთ.“-წერს გია გაბრიჭიძე.