გამოდის თუ დეკანოზს გაათავისუფლებენ ,,დანაშაულს” დაფარავს, თუ არადა კანონს ”აღასრულებს” – ელისო დეიდა, რა ჰქვია ამას?

გამოდის თუ დეკანოზს გაათავისუფლებენ ,,დანაშაულს” დაფარავს, თუ არადა კანონს ”აღასრულებს” – ელისო დეიდა, რა ჰქვია ამას?

საბერძნეთში მცხოვრები თეოლოგი, emigrantebi.ge-ს დამფუძნებელი ავთანდილ გიუნაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გაჟღერებულ მოსაზრებებს ეხმაურება.

”სრული აბსურდია მამალაძესთან დაკავშირებული მოთხოვნები საპატრიარქოს მიმართ, ელემენტარული რეალობაა, რომ საპატრიარქოს კომპეტენციაში არ შედის მსჯავრდებული მამალაძის პენიტენციალური სისტემიდან გათავისუფლება, ეს სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ეკლესიის.

ასევე სრული აბსურდია ის რომ, თუ ეს არ მოხდება მაშინ ის ”დანაშაულებების” დამამტკიცებელ ფაქტებს გაასაჯარივებს, ანუ რა გამოდის თუ გაათავისუფლებენ ,,დანაშაულს” დაფარავს, თუ არადა კანონს ”აღასრულებს”…

ელისო დეიდა, რა ჰქვია ამას თუ არა აბსურდი და უკანონო მოქმედებები?!”, – წერს გიუნაშვილი.