„ჩვენ ქვეყანაში ფრაზა „დაველოდოთ გამოძიებას“ ცოტა გაიცვითა,“

„ჩვენ ქვეყანაში ფრაზა „დაველოდოთ გამოძიებას“ ცოტა გაიცვითა,“

„წინასწარი ინფორმაცია, რაც ითქვა, იქ თითქოს იკვეთება დანაშაული... ახლა მთავარია, რა ტიპის ინფორმაციას დადებს თავად შესაბამისი ორგანო, რომელიც ამას იძიებს - ალბათ, ესმით რაოდენ რეზონანსული შეიძლება გახდეს ეს საქმე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ის მიზეზები, რომელიც გამოიკვეთება. თუ რეალურ თემასთან გვაქვს საქმე, და იმედია ასე იქნება. ამ 11-წლიან თემასაც ნაკლები ყურადღება მიექცევა,“ - აცხადებს საპარალემენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია „თიბისი“ ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „რეზონანსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება კომენტარის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაზა „დაველოდოთ გამოძიებას“ დღეს უკვე გაცვეთილია.

„სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ეს ფრაზა - „დაველოდოთ გამოძიებას“ - ცოტა გაიცვითა სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ ფრაზასაც ძალიან მალე თავისი სტატუსი დაუბრუნდება, სამართალდამცავებისა და სასამართლოს შესაბამისი მოქმედებების შემდეგ.

„ველოდები შედეგებს და თვითონ პოლიტიკურ ელფერს შეძენს ის, თუ მტკიცებულებები და ბრალდებები, რომელიც გამოიკვეთება, იმ ყველაფერთან არ იქნება ადეკვატური, რაც ამ თემის ირგვლიც არსებობს, გაზვიადებულ ნაწილს რომ თავი დავანებოთ.

„ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუ რა როგორ დასრულდება და რა იქნება. ამის შემდეგ კი ჩვენ შეგვეძლება ცალსახად შევაფასოთ, არის თუ არა ეს რეალური მიზეზი, რომელიც ნამდვილად ღირდა იმად, რომ არ დარჩენილიყო უყურადღებოდ,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.