„საბანკო სისტემასთან ასეთი თამაში დაუშვებელია. სერიოზულ ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ „თიბისი" ბანკის ისტორია გაიხსენეს ამდენი წლის შემდეგ; თუკი ეპატიებოდათ იმ მოსამართლეებს ის, რაც 10 წლისწინ ჩაიდინეს და ახლა ირჩევნდნენ, რატომ გაახსენდათ ამ დროს „თიბისი" ბანკი, რომლის დანაშაულიც შეიძლება იმ მასშტაბებისა არ იყოს?" -აღნიშნავს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი „თიბისი" ბანკის საქმეზე „რეზონანსთან" საუბრისას.
ფირალიშვილისთვის სრულიად გაუგებარია ის ფაქტი, რომ 11 წლის წინანდელი საქმე, დღეს გახდა აქტუალური და აცხადებს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სახე აქვს მიღებული, რაც, მისი თქმით, დამოუკიდებელ საბანკი სექტორზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
„ეჭვი ჩნდება, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და გარდა ამისა, ეს არის მცდელობა იმისა, რომ გავლენა გავრცელდეს ისეთ დამოუკიდებელ სეგმენტზე, როგორიც არის საბანკო სექტორი - ამის შთაბეჭდილება ნათლად ჩნდება.
„11 წლის თავზე გაიხსენეს ისტორია... ეს გაიხსენეს საკმაოდ გვიან და ასეთ დროს, ყოველთვის, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გაიხსენეს პოლიტიკური მოტივებით და არა სამართლიანობის აღდგენის მოტივით," - განაცხადა ზაზა ფირალიშვილმა.
ცნობისათვის, ეროვნულმა ბანკმა „თიბისი" ბანკის დამფუძვნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა, რაზეც „თიბისი" ბანკმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
პარალელურად პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.