სამტრედიაში 24 ბაღის აღსაზრდელმა ცხენის ხორცი მიირთვა

სამტრედიაში 24 ბაღის აღსაზრდელმა ცხენის ხორცი მიირთვა

სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტს ადასტურებს.

ხათუნა გაგუას თქმით ცხენის ხორცით გაკეთებული კერძი სამტრედიის მუნიციპალიტეტის 24 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ჭამეს თუმცა არცერთი ბავშვი არ მოწამლულა. ფაქტი გასული წლის 16 ოქტომბერს მოხდა.

"იმერეთის სურსათის უვნებლობის სააგენტომ საეჭვოდ მიიჩნია ხორცის რაობა, ამოიღეს ხორცი ბაღებიდან და ლაბორატორიული კვლევის შემდეგ დადასტურდა რომ ხორცი იყო ცხენის და არა საქონლის. ხორცის მომწოდებელ შპს "ელენიკოსთან" დაუყონებლივ შევწყვიტეთ კონტრაქტი, და როგორც ჩემთვის ცნობილია კომპანია 20 ათასი ლარით დაჯარიმდა"-განაცხადა ხათუნა გაგუამ.