ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში ძმამ, თორნიკე მამალაძემ მოინახულა.
როგორც მან აღნიშნა, ოჯახის გარდა დეკანოზთან სხვა თემაზე არ უსაუბრია.
თორნიკე მამალაძის თქმით, პასუხისმგებლობა დეკანოზის მდგომარეობაზე საპატრიარქოს და სასულიერო პირებს ეკისრებათ
„ჩემი ძმის ამ მდგომარეობას ვაკისრებ საქართველოს საპატრიარქოს და თავის ხელმძღვანელობას, რადგან თვითონ ფიქრობენ, რომ ჩემი ძმის გარდაცვალების შემთხვევაში, ის ინფორმაციები, რასაც ჩემი ძმა ფლობს, ჩემს ძმასთან ერთად მოკვდება. ძალიან ცდებიან, რადგანაც ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, სადაც დეტალურად არის აღწერილი და ილოცონ, რომ ჩემი ძმა სიკვდილს გადაურჩეს. რადგანაც, თუკი რაიმე მოუვა, მეორე დღესვე ნათელი მოეფინება ყველაფერს," - განაცხადა მამალაძემ.