ღია ღვეზელი, გალეტი თევზით

ღია ღვეზელი, გალეტი თევზით "მოივა"

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

გულსართი:

არაჟანი 20% - 3 ს/კ

მწიკვი მარილი

მოივა - 10-12 ცალი

ხახვი - 2 თავი

ცხარე წიწაკა - 1/2 ცალი

ზეთი - 1 ს/კ

შავი პილპილი - გემოვნებით

ცომი:

ზეთი - 80 მლ

ლუდი, ღია ფერის - 80 მლ

ფქვილი - 200 გ

მარილი - 1/2 ჩ/კ

მომზადების წესები

თუ თევზი გაყინულია, გაალღვეთ. გაახურეთ წინასწარ ღუმელი 200 გრადუსზე.

მოზილეთ ცომი მოცემული ინგრედიენტებით. გააბრტყელეთ და გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე.

ხახვი დაჭერით თხელ წრეებად და დაუმატეთ ზეთი. აურიეთ. ცხარე წიწაკა დაჭერით წვრილად. არაჟანს დაუმატეთ მწიკვი მარილი და დაჭრილი წიწაკა.

ცომის ცენტრში გაანაწილეთ არაჟნის მასა ისე, რომ კიდეებზე არ გადახვიდეთ. დაალაგეთ თევზი სხივებივით ცენტრიდან კიდეებისკენ. მოაყარეთ ზეთიანი ხახვი და პილპილი. ამოუწიეთ კიდეები ცომს და მოუკარით ისე, რომ  მთლიანად არ დაფაროთ ღვეზელის გული.

აცხვეთ ღვეზელი 30-15 წუთის განმავლობაში.