“რუსები-ყოველდღე სწევენ საზღვარს,ირანი-ჩვენს მიწებს თავის საკუთრებად რაცხს,საქართველო რომ თავმოყვარე სახელმწიფო იყოს…”

“რუსები-ყოველდღე სწევენ საზღვარს,ირანი-ჩვენს მიწებს თავის საკუთრებად რაცხს,საქართველო რომ თავმოყვარე სახელმწიფო იყოს…”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ირანის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება:

ყურადღება!

შეგიძლიათ მოისმინოთ, როგორ ამბობს ირანის მოქმედი პრეზიდენტი ერისადმი ოფიციალურ მიმართვაში ისლამური რევოლუციის 40 წლისთავთან დაკავშირებით, რომ მათ 205 წლის უკან დაკარგეს კავკასია, ირანის სახელმწიფოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, და სხვა “მშობლიური მიწები”. უსმინეთ მეექვსე წუთიდან.

საქართველო რომ თავმოყვარე სახელმწიფო იყოს, და ეს მთავრობა მხოლოდ ოლიგარქის ჯიბის ზომებზე არ ზრუნავდეს, როგორც მინიმუმი ირანის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტუალეტი უნდა ახეხინონ! მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრი ხომ მხოლოდ პრემია-დანამატების ასაღებად გვყავს…

აქვე მინდა მივუთითო და ვასწავლო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ ამ შემთხვევაში ირანის პრეზიდენტი გულისხმობს 1813 წელს რუსეთთან დადებულ გიულისტანის ხელშეკრულებას, სადაც სამხედრო წარუმატებლობისა და რუსებთან მარცხის შემდეგ ინგლისელების შუამავლობით ირანი რუსეთის სამფლობელოდ აღიარებს კავკასიის ქვეყნების, მათ შორის – საქართველოს, ტერიტორიებს. საუბარია აგრეთვე ისეთ ტერიტორიებზე, რომელნიც ირანის გავლენის სფეროშიც არასდროს ყოფილან, მაგალითად: იმერეთი, აფხაზეთი, გურია და სამეგრელო. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელშეკრულება ირანის მიერ რუსული სურვილების დასტურია, კონსტატაციაა და არა მათ მიერ რაიმეს დათმობა, ჩუქება ან წყალობა.

რუსები – ყოველდღე სწევენ საზღვარს და მალე თბილისს მოადგებიან, თურქები აცხადებენ და ბავშვებს ასწავლიან, რომ დასავლეთ საქართველო მათი მშობლიური მიწები იყო, ირანი – ჩვენს მიწებს თავის ოდინდელ საკუთრებად რაცხს, ჩვენი რამე დარჩა ამ ქვეყანაში?! იმდენად უძლურები და უუნაროები ვართ, რომ ჩვენს მიწაზეც არავინ არაფერს გვეკითხება!

ქართული ოცნება 2020 – სანაგვეზე!

dima მამაშენზე გამოსირებული ხარ-მანანას გენები ჭარბობს შენში@!
6 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 მაგარი კაცი! დიდი კაცი! გოლიათი!!!
დროა ესეთი, სიმართლის თქმა დღეს გმირობის ტოლფასია, აი აქამდე დავეცით და მივიყვანეთ ერი იქამდე, რომ მართალი სიტყვის თქმასაც კი გოლიათი სჭირდება...
ხტფუი!!! ძირს ოცნება, დაპირება და ფანტაზიები!!! გაუმარჯოს გამოფხიზლებას!!!
6 წლის უკან