რატომ არ აზიარებს პეტრე ცაავა გიორგი მამალაძეს?! იცის, ძალიან კარგად იცის, რატომაც

რატომ არ აზიარებს პეტრე ცაავა გიორგი მამალაძეს?! იცის, ძალიან კარგად იცის, რატომაც

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი პატიმრობაში მყოფ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

“როდესაც დეკანოზ მამალაძის ზიარებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უზიარებლობით დასჯა და მაზიარებლის პასუხისმგებლობა რას ნიშნავს, ძალიან კარგად იციან ეპისკოპოსებმაც და მღვდლებმაც! ეს შესანიშნავად იცის დეკანოზმა მამალაძემაც! სწორედ მაზიარებლის პასუხისმგებლობას გაუსვეს ხაზი საპატრიარქოს განცხადებაში. არა ვინმესთვის პასუხის მოთხოვნას და დასჯას დეკანოზის ზიარებისთვის, არამედ მაზიარებელი ღვთისმსახურის პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე!

ხომ არიან გულდამწვარი ჭირისუფლები?! მათ შორის, მიტროპოლიტიკოსი პეტრე ცაავა ხომ გამოდის ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით?! ჰოდა, აზიაროს! და იკისროს მაზიარებლის პასუხისმგებლობა უფლის წინაშე! რატომ არ აზიარებს?! იცის, ძალიან კარგად იცის, რატომაც!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.