დავით კირკიტაძის საქმის მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი მიმართვას ავრცელებს:
"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ტელეკომპანია “რუსთავი 2″ – 9 სააათიან კურიერში სიუჟეტს ჩემთან დაკავშირებით გაუშვებს. იცოდეთ რომ 100% მართალი ვარ. ამ და ამდაგვარი დღეებისთვის მთელი ცხოვრება ვემზადებოდი. გათვალისწინებული მაქვს ყველა წვრილმანი. ვარ მზად მივიღო ნებისმიერი შემოტევა, ემოციური თუ ფსიქოლოგიური. ჩემი მიზნები და პრინციპები დარჩება უცვლელი. კეთილსინდისიერად და პატიოსნად 24 წელია ჩემი ქვეყნის ძლიერებას მვემსახურები. ასეა ეს და ასე იქნება მომავალშიც.
p.s. აქვე დავამატებ, თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, უნდა დავრწმუნდე რომ თვალთმაქც ადამიანებთან არ მაქვს ურთიერთობა. მე როგორც ერთ ადამიანას, ყველაფერი მაქვს გაკეთებული ისე რომ ჩემს მეგობრებს ჩემს სასარგებლოდ სიტყვის თქმის არ შერცხვეთ", – ნათქვამია განცხადებაში.